საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ახლა მთლიანად კარდიფისკენაა მიპყრობილი, სადაც 3 ივნისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება და ამით 2016-2017 წლების საკლუბო სეზონი დასრულდება.
სწორედ ეს შეხვედრა გასცემს პასუხს, „იუვენტუსი“ თუ „რეალი“? - რა თქმა უნდა, WORLDSPORT.GE აღნიშნული მატჩის შესახებ დაწვრილებით თამაშის კონკრეტულ დღეს ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ, საინტერესო სტატისტიკას, ფაქტებს, ისტორიას...
ფაქტები
„რეალს“ მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ხოლო „იუვენტუსს“ ყველაზე ნაკლები გაშვებული.
ორივე გუნდისთვის ბოლო წლებში ფინალი ნაცნობი ადგილია - „რეალი“ მოქმედი ჩემპიონია და 2014 წელსაც იგივე მოახერხა, ხოლო „იუვენტუსმა“ 2015 წელს „ბარსელონასთან“ წააგო.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1998 წელსაც დაუპირისპირდნენ - მაშინ, ამსტერდამში, მადრიდელებმა 1:0 მოიგეს. „იუვეს“ ღირსებას იმ დღეს, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იცავდა. ჯამში „რეალს“ 11 ჩემპიონობა უმაგრებს ზურგს.
„იუვენტუსმა“ ტიტულის მოგება მხოლოდ ორჯერ, 1985 და 1996 წლებში მოახერხა. თუმცა 6 ფინალი წააგო, რაც ყველა სხვა გუნდზე მაღალი მაჩვენებელია.
„იუვემ“ ფინალამდე მისვლა წაუგებლად მოახერხა: 9 გამარჯვება, 3 ფრე. ბოლოს ჩემპიონთა ლიგა წაგების გარეშე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო (2008 წელს).
1992 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია გათამაშებას, „რეალი“ და „იუვენტუსი“ ფინალში მეექვსედ გავიდნენ. ასეთივე მაჩვენებელი აქვს „მილანს“ - ეს კი, რეკორდია.
აქამდე, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ხუთიდან ყველა ფინალი მოგებული აქვს, ხოლო „იუვენტუსმა“ იმავე რაოდენობის ფინალებიდან მხოლოდ პირველი, 1996 წელს მოიგო ამსტერდამის „აიაქსთან“.
ფინალის გამოცდილება
„იუვენტუსი“
1972-1973: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:0
1982-1983: „ჰამბურგი“ – „იუვენტუსი“ 1:0
1984-1985: „იუვენტუსი“ – „ლივერპული“ 1:0
1995-1996: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:1 (პენ: 4:2)
1996-1997: „დორტმუნდი“ – „იუვენტუსი“ 3:1
1997-1998: „იუვენტუსი“ – „რეალი“ 0:1
2002-2003: „იუვენტუსი“ – „მილანი“ 0:0 (პენ: 2:3)
2014-2015: „იუვენტუსი“ – „ბარსელონა“ 1:3
2015 წელს „იუვენტუსმა“ მეექვსე ფინალი წააგო და ამ მხრივ „რეკორდსმენი“ გახდა. ხუთჯერ აქვთ ფინალი წაგებული „ბაიერნსა“ და „ბენფიკას“.
ჯანლუიჯი ბუფონი დღევანდელი გუნდიდან ერთადერთია, რომელსაც 2003 წლის ფინალშიც უთამაშია.
ბუფონი, სტეფან ლიხშტაინერი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და კლაუდიო მარკიზიო 2015 წელს, ბერლინის ფინალშიც მოედანზე იყვნენ. სტეფანო სტურარო სათადარიგო სკამზე დარჩა, ხოლო ჯორჯო კიელინი ტრავმირებული გახლდათ.
სამი ხედირამ 2014 წელს „რეალის“ შემადგენლობაში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. მარიო მანჯუკიჩმა იგივე „ბაიერნის“ რიგებში გაახერხა (2013 წელს), ხოლო დანი ალვეშმა „რეალში“ სამჯერ მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი (2009, 2011 და 2015 წლებში). ამ სამ ფეხბურთელს შანსი აქვს შეუერთდნენ კიდევ 13 მოთამაშეს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში აქვთ მოგებული.
მარიო მანჯუკიჩსა და ალვარო მორატას შანსი აქვთ ფინალში ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში გაიტანონ. იგივე რამ აქამდე ველიბორ ვასოვიჩმა („პარტიზანი“ 1966 და „აიაქსი“ 1969) და კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხეს („მანჩესტერი“ 2008 და „რეალი“ 2014).
„იუვენტუსს“ ასევე ოთხჯერ აქვს უეფას თასის ფინალში ნათამაშები და მათგან სამი ფინალი მოიგო (1977, 1990 და 1993 წლებში), ხოლო ერთი წააგო (1995 წელს). 1984 წელს კი, თასების თასის ფინალში გაიმარჯვა.
„რეალი“
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11-ჯერ მოიგო (რეკორდი) და მათ შორის, ბოლო ხუთი ზედიზედ. მარცხი კი, მხოლოდ სამჯერ განიცადა.
1955-1956: „რეალი“ – „რეიმსი“ 4:3
1956-1957: „რეალი“ – „ფიორენტინა“ 2:0
1957-1958: „რეალი“ – „მილანი“ 3:2 (დ.დ)
1958-1959: „რეალი“ – „რეიმსი“ 2:0
1959-1960: „რეალი“ – „აინტრახტი“ 7:3
1961-1962: „ბენფიკა“ – „რეალი“ 5:3
1963-1964: „ინტერი“ – „“რეალი“ 3:1
1965-1966: „რეალი“ – „პარტიზანი“ 2:1
1980-1981: „ლივერპული“ – „რეალი“ 1:0
1997-1998: „რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:0
1999-2000: „რეალი“ – „ვალენსია“ 3:0
2001-2002: „რეალი“ – „ლევერკუზენი“ 2:1
2013-2014: „რეალი“ – „ატლეტიკო“ 4:1 (დ.დ)
2015-2016: „რეალი“ – „ატლეტიკო“ 1:1 (პენ: 5:3)
„რეალს“ შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს. ბოლოს ასეთი შანსი „მანჩესტერს“ ჰქონდა, მაგრამ 2008 წელს გამარჯვებას 2009 წელს, მარცხი მოჰყვა.
„მილანმა“ 1989 და 1990 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და იმის შემდეგ ასეთი რამ ვერავინ გააკეთა.
ზინედინ ზიდანს აქვს შანსი გახდეს პირველი მწვრთნელი ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგებს მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგას, ხოლო სერხიო რამოსს იგივეს გაკეთების შესაძლებლობა კაპიტნის რანგში აქვს.
კრიშტიანუ რონალდუსა (2008, 2014) და სერხიო რამოსს (2014, 2016) შანსი აქვთ გახდნენ პირველი ფეხბურთელები, რომლებიც გოლს სამ ფინალში გაიტანენ. აქამდე ორ ფინალში თავის გამოჩენა მათ გარდა, კიდევ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა: რაული (2000, 2002), სამუელ ეტო’ო (2006, 2009) და ლიონელ მესი (2009, 2011).
დანი კარვახალს, რაფაელ ვარანს, სერხიო რამოსს, ფაბიო კოენტრაოს, ლუკა მოდრიჩს, კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემას 2014 წლის ფინალში აქვთ ნათამაშები, ხოლო მარსელო და ისკო შეცვლაზე შევიდნენ. პეპე თადარიგში დარჩა.
შარშანდელ ფინალში კი, ძირითადში კეილორ ნავასი, პეპე, კაზემირო, კარვახალი, მარსელო, ბეილი ტონი კროოსი, რონალდუ, მოდრიჩი და ბენზემა იყვნენ. დანილო, ლუკას ვასკესი და ისკო შეცვლაზე შევიდნენ, კასილია, ნაჩო და ხამესი თადარიგში დარჩნენ.
თუ „რეალში“ ფინალში მოიგებს ეს იქნება ესპაური გუნდებისთვის მეათე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან). მასთან ყველაზე ახლოს იტალიია - 5 ტიტული.
„რეალი“ ევროტურნირებზე 29-ე ფინალის სათამაშოდ ემზადება (ყველა ტურნირის ჩათვლით).
ურთიერთშეხვედრები
„იუვენტუსისა“ და „რეალის“ ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: 8-8 მოგება/წაგება და 2 ფრე. ბურთების ბალანსი იტალიელთა მხარესაა: 21:18.
ბოლოს ეს ორი გრანდი ერთმანეთს 2014-2015 წლების სეზონში ნახევარფინალში შეხვდნენ. მაშინ, ტურინელებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
იტალიაში ალვარო მორატამ, კრიშტიანუ რონალდუმ და კარლოს ტევესმა გაიტანეს.
2015 წლის 5 მაისს, ტურინში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინეტი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, სტურარო (ბარძალი 64), მარკიზიო, პირლო, ვიდალი, მორატა (ლორენტე 78), ტევესი (პერეირა 86)
„რეალი“: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, პეპე, მარსელო, კროოსი, ისკო (ჩიჩარიტო 63), ხამესი, ბეილი (ხესე 86), რონალდუ
მადრიდული მატჩი კი, ფრედ 1:1 დასრულდა. რონალდუს გოლს მორატამ უპასუხა.
2015 წლსი 13 მაისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:
„რეალი“: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კროოსი, ისკო, ხამესი, ბეილი, ბენზემა (ჩიჩარიტო 67), რონალდუ
„იუვენტუსი“: ბუფონი, ლიხშტაინეი, ბონუჩი, კიელინი, ერვა, მარკიზიო, პირლო (ბარძალი 79), ვიდალი, პოგბა (პერეირა 89), მორატა (ლორენტე 84), ტევესი
„იუვენტუსს“ „რეალთან“ ბოლო სამი თამაში წაგებული არ აქვს: 1 მოგება, 2 ფრე. ბოლოს ესპანელებმა 2013 წელს, მადრიდში მოიგეს რონალდუს დუბლით - 2:1. ეს იყო „ბებერი ქალბატონის“ ერთადერთი მარცხი „რეალთან“ ბოლო 7 მატჩში (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).
„რეალმა“ „იუვენტუსს“ ბოლო ოთხ მატჩში 5 გოლი გაუტანა და აქედან ოთხი კრიშტიანუს ანგარიშზეა.
1998 წელს კი, ფინალში ესპანურმა გრანდმა მოიგო პრედრაგ მიატოვიჩის გოლით.
1998 წლის 20 მაისს, ამსტერდამში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„იუვენტუსი“: პერუცი, პესოტო (ფონსეკა 70), ტორიჩელი, მონტერო, იულიანო, დი ლივიო (ტაკინარდი 46), დეშამი (კონტე 77), დავიდსი, ზიდანი, დელ პიერო, ინძაგი
„რეალი“: ილგნერი, პანუჩი, იერო, სანჩისი, რობერტო კარლოსი, რედონდო, კარამბე, ზეედორფი, რაული (ამავისკა 90), მორიენტესი (სანჩესი 81), მიატოვიჩი (შუკერი 90)
ეს არ ყოფილა ერთადერთი მატჩი, რომელშიც გუნდები ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდნენ. 1961-1962 წლების სეზონში პარიზში, „რეალმა“ 3:1 მოიგო.
სტატიტიკა
„იუვენტუსი“
„მონაკოსთან“ ნახევარფინალში „იუვემ“ პირველი გოლი გაუშვა პლეი-ოფში. მთელ ტურნირზე კი - მესამე. ტურინელებს გოლი ზედიზედ 690 წუთი ვერავინ გაუტანა. ამაზე უკეთესი მშრალი სერია მხოლოდ „არსენალს“ ჰქონია (995 წუთი).
„იუვენტუსს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ 53-ჯერ აქვს ნათამაშები უეფას ტურნირებში. ბალანსი ასეთია: 19 მოგება, 14 ფრე და 20 წაგება. ბურთების ბალანსი: 61:55.
„ბებერი ქალბატონი“ მიმდინარე სეზონში ორ ესპანურ კლუბს უკვე ეთამაშა: „სევილია“ (0:0, 3:1) და „ბარსელონა“ (3:0, 0:0).
პირველი ესპანური კლუბის წინააღმდეგ ჩატარებული ფინალი კი, 1977 წელს იყო უეფას თასზე: ბილბაოს „ატლეტიკთან“ იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვეს.
„იუვენტუსი“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 3 წაგება
2002-2003: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, 2:3
1995-1996: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „აიაქსი“ 4:2
1986-1987: ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „რეალი“ 1:3
1985: საკონტინტეთაშორისო თასი, ფინალი, „არხენტინოს ხუნიორსი“ 4:2
1980-1981: უეფას თასი, მეორე ეტაპი, „ვიძევი“ 1:4
1977-1978: ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი, „აიაქსი“ 3:0
„რეალი“
„რეალმა“ მიმდინარე გათამაშებაში პირველად „ატლეტიკოსთან“ წააგო (1:2). მანამდე ბალანსი ასეთი იყო: 8 მოგება, 3 ფრე. ამასთან, პლეი-ოფში ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო.
„სამეფო კლუბი“ სანამ „როხიბლანკოსთან“ წააგო, მანამდე 16 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (11 მოგება, 5 ფრე).
„რეალს“ იტალიური გუნდებთან ბოლო ოთხი თამაში მოგებული აქვს, „რომასთან“ და „ნაპოლისთან“. ბოლოს სწორედ, „იუვენტუსი“ იყო ის იტალიური კლუბი, რომელმაც „რეალთან“ არ წააგო.
მადრიდელები იტალიელების წინააღმდეგ შემდეგნაირად თამაშობენ: 69 მატჩი, 33 მოგება, 11 ფრე, 25 წაგება, 104: 87 ბურთების ბალანსი.
„რეალი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება
2015-2016: ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, „ატლეტიკო“ 5:3
2011-2012: ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, „ბაიერნი“ 1:3
1986-1987: ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, „იუვენტუსი“ 3:1
1974-1975: თასების თასი, მეოთხედფინალი, „ცრვენა ზვეზდა“, 5:6
გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები
ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო (1997 და 1998 წლებში).
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზიდანმა ჯანლუიჯი ბუფონს პენალტი გაუტანა. თუმცა, შემდეგ წითელი ბარათი მიიღო, მსოფლიო თასი კი იტალიამ და ბუფონმა აღმართეს.
მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ თავკაცის რანგში „რეალთან“ 2010-2011 წლების სეზონში 0:2 დამარცხდა. მაშინ რონალდუმ დუბლი შეასრულა, ხოლო მერე თამაში „სან სიროზე“ 2:2 დასრულდა.
გონსალო იგუაინი „რეალში“ 2007-2013 წლებში გამოდიოდა. „პიპიტამ“ „ბლანკოსის“ მაისურით 264 მატჩში 121 გოლის გატანა შეძლო და სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
ალვარო მორატა „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით მან 63 თამაშში 15 გოლი გაიტანა ტურინელთა შემადგენლობაში.
სამი ხედირა „რეალში“ 2010-2015 წლებში თამაშობდა. 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ორი წლით ადრე, პრიმერადივიზიონი მოიგო. ლა ლიგაში მან 102 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
მარიო მანჯუკიჩი „ატლეტიკოში“ ასპარეზობისას „რეალს“ შვიდჯერ დაუპირისპირდა (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). 2015 წლის 7 თებერვალს კი, 4:0 მოგებულ მატჩში გოლიც გაიტანა, ისევე როგორც ესპანეთის სუპერთასზე (2:1).
დანი ალვეში ესპანეთში 14 წელი თამაშობდა - ბრაზილიელის ბალანსი „რეალთან“ ასეთია: 22 მოგება, 7 ფრე, 13 წაგება (ორი გატანილი გოლი). სერხიო რამოსი „სევილიაში“ 2003-2005 წლებში ირჯებოდა და ისინი თანაგუნდელები იყვნენ.
მატეო კოვაჩიჩი „ინტერის“ რიგებში „იუვენტუსს“ ხუთჯერ დაუპირისპირდა: 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი და მარკიზიო მოედანზე იყვნენ ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ. „ფურია როხას“ ღირსებას იმ დღეს რამოსი იცავდა.
კროოსი და ხედირა ბურფონს, ბარძალის, ბონუჩისა და კიელინის ევრო 2016-ზე დაუპირისპირდნენ გერმანიის ნაკრების რიგებში. ბონუჩიმ გოლიც გაიტანა, თუმცა პენალტების სერიაში იგივე ვერ გააკეთა. პენალტები ზუსტად დაარტყეს ბარძალიმ და კროოსმა.
იმავე ჩემპიონატის მერვედფინალში კიელინიმ ესპანეთის ნაკრებს გაუტანა. ბუფონი, კიელინი, ბარძალი და ბონუჩი მაშინ რამოსს, მორატასა და ლუკას ვასკესს დაუპირისპირდნენ.
რამოსმა პენალტი გაუტანა ბუფონს 2013 წლის კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში. ბონუჩიმ კი, კარს ააცილა.
ბენზემამ გააცუდა პენალტი ლიხშტაინერის შვეიცაარის ნაკრებთან თამაშისს 2014 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე. მატჩი ფრანგებმა 5:2 მოიგეს.
ევრო 2016-ზე მორატამ ხორვატიას გოლი გაუტანა, ხოლო რამოსმა პენალტი გააცუდა. ხორვატების რიგებში სკამზე დარჩნენ მოდრიჩი და მანჯუკიჩი. მარკო პიაცა და მატეო კოვაჩიჩი კი, მოედანზე იყვნენ.
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
ტონი კროოსი და სამი ხედირა (გერმანია)
მარსელო, დანილო, კაზემირო და დანი ალვეში, ალექს სანდრო (ბრაზილია)
ხამეს როდრიგესი და ხუან კუადრადო (კოლუმბია)
მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი და მარიო მანჯუკიჩი, მარკო პიაცა (ხორვატია)
ყოფილი თანაკლუბელები:
დანილო, ხამეს როდრიგესი და ალექს სანდრო („პორტუ“ 2011-2013)
დანილო და ალექს სანდრო („სანტოსი“ 2010-2011)
ტონი კროოსი და მარიო მანჯუკიჩი („ბაიერნი“ 2012-2014)
მარიო მანჯუკიჩი და ლუკა მოდრიჩი („დინამო“ ზაგრები 2007-2008)
ქარიმ ბენზემა და მირალემ პიანიჩი („ლიონი“ 2008-2009)
დანი ალვეში და სერხიო რამოსი („სევილია“ 2003-2005)
„იუვენტუსი“ – „რეალი“
3 ივნისი, 22:45 საათი
კარდიფი, „მილენიუმ სთედიუმი“