კალათბურთი

12:40 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ვიტორიულმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში - 73:71 სძლია „გრან კანარიას“ და პლეი ოფის მომდევნო რაუნდში იასპარეზებს.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:58 წუთში მეტოქის ფარისთვის საერთოდ არ შეუტევია. ქართველ ფორვარდს აქტივში 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა. მასპინძელთაგან 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ფრანგი ფორვარდი კიმ ტილი იყო 14 ქულით.

„ბასკონიას“ მეტოქე ნახევარფინალში „ვალენსია“ იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში საერთო ანგარიშით - 2:1 სძლია „ბარსელონას“. ნახევარფინალიდან სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მოედნის უპირატესობა კი შენგელიას გუნდს ექნება.

gbf.ge

0.16823