თამაშგარე

15:50 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაცდუნებელი ბარბარას ამბავი

ვეტერან უნგრელ გოლკიპერს, გაბორ კირალს თანამემამულე მოდელი, ბარბარა პალვინი ამ რამდენიმე წლის წინ ისეთი ტრფიალებითა და ჟინით შეჰყვარებია, რომ ამ გატაცებას კინაღამ გაბორის ოჯახი შეეწირა. საბედნიეროდ, გოლკიპერი თურმე დროულად მოეგო გონს და გატაცება ლამაზ და კოხტა წარსულად დაიტოვა.

სწორედ ბარბარა პალვინია ის ქალი რომელზედაც დღეს უნდა გესაუბროთ. ბარბარას ტრფიალების ისტორიები უნგრეთში და მთელს ევროპაში ლეგენდებად დადის და ამ გოგონას ფეხქვეშ არაერთი ცნობილი ადამიანი გდებულა შეწყალებისა და გულის გახსნის ვედრებით.

რაც შეეხება ბარბარას სამოდელო კარიერას – ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იგი ამჟამად კარიერის ზენიტშია. ერთი პერიოდი საქმეები კარგად მიუდიოდა და პარიზის დიად ფიცარნაგებზეც დაგოგმანებდა. თუმცა ახლა ძირითადად სამშობლოში მოღვაწეობს და უნგრელ მამაკაცებს აგიჟებს.

0.1835