ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე საინტერესო თემა მიმოიხილა. მისი თქმით მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდო განსაკუთრებულად მოსწონს და ოქროს ბურთს პორტუგალიელი იმსახურებს. საუკეთესო გუნდი კი რომელშიც უთამაშია 2002 წლის ბრაზილია მიაჩნია.
“წელს ვიხრები იმ ფაქტისკენ, რომ ოქროს ბურთი კრიშტიანუ რონალდომ უნდა მიიღოს. ის ყველასგან გამოირჩეოდა. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის გააქვს გადამწყვეტ მომენტში. ძალიან დიდ პატივს ვცემ მესის, თუმცა რონალდო მეტს იმსახურებს. მე მითამაშია ზიდანის მხარდამხარ, თუმცა ვთვლი, რომ რონალდოსთან თამაში უფრო დიდი პატივია”.
“სადაც კი მითამაშია ჩემი კარიერის განმავლობაში, ყველგან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მაგრამ საუკეთესო გუნდი ჩემთვის 2002 წლის ბრაზილია იყო. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც მუდამ ლიდერი იყო”, - თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კარიერა “კრუზეიროში” დაიწყო 1993 წელს საიდანაც პსვ-ში მიაშურა, შემდგომ იყო “ბარსელონა”, “ინტერი”, “რეალი”, “მილანი” და კარიერა “კორინთიანსში” დაასრულა.