ფეხბურთი

19:36 | 28.05.2017 | ნანახია 1654 - ჯერ

მარკო როისი 6 თვე ლაზარეთში

“დორტმუნდის” ნახევარმცველი მარკო როისი ისევ დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, დაზიანება ამჯერადაც სერიოზულია და დიდი ალბათობით, 6 თვე ვერ ითამაშებს.

გერმანიის თასის ფინალში “აინტრახტთან” შეხვედრისას მარკომ მუხლი პირველივე ტაიმში დაიზიანა და შესაცვლელი გახდა, ხოლო როგორც შემდგომმა გამოკვლვემა აჩვენა, ტრავმა სერიოზულია.

“ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უცუდესი თამაში, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა ტიტული მოიგო”, - აღნიშნა როისმა.

შეგახსენებთ, მარკო როისი ბოლო სამი წლის განმავლობაში უმეტეს დროს ლაზარეთში ატარებს. ამის გამო მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი და ევრო 2016-იც გაუცდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:38 | 28.05.2017
Beka-1991 (596)

დაიტანჯა ტიპი რა! ნაკრების მომავალ ლიდერად მოვიაზრებდი და ვერცერთ ტურნირში ვერ მიიღო მონაწილეობა

21:12 | 28.05.2017
bavaria-munchen5 (1844)

მემგონი ამის ფეხბურთი დამთავრადა უკვე, ამდენი ტრანვა რა არის მართლა

20:55 | 28.05.2017
fcbayernmunich (4197)

იმენა დაისლერის გზას დაადგა რა

20:47 | 28.05.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

და მჭედლიძე

20:14 | 28.05.2017
Torres9 (12692)

ეს და სტარიჯი

19:53 | 28.05.2017
burusa (2031)

ეჰ ამანაც აურია რა სულ ცუდად როგორაა

0.125358