ჩოგბურთი

13:55 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერტენსმა ნიურბერგში კვლავ იმარჯვა

მსოფლიოს მე-19 ნომერმა კიკი ბერტენსმა ნიურბერგის ტურნირის ფინალში ბარბორა კრეიჩიკოვა 6:2, 6:1 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მოიგო. ჰოლანდიელი გერმანიაში პირველ ნომრად იყო განთესილი. ჩეხი 254-ე ჩოგანია და ძირითად ბადემდე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, განახლებულ რეიტინგში კი 142-ე ადგილზე იქნება.

მთელი მატჩის განმავლობაში კიკის უპირატესობა აშკარა იყო და მეტოქის მოწოდებაზე ოთხჯერ მოიგო. კრეიჩიკოვას ერთხელ ჰქონდა ბრეიკის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა. ბერტენსმა WTA-ს ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო, ბარბორა კი ფინალში პირველად გავიდა.

0.115354