პსჟ-მ საფრანგეთის თასი მეთერთმეტედ მოიგო, პარუზული გუნდის მცველი, 35 წლის მაქსველი კი გახდა ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. ბრაზილიელმა თასის მოგებით 37-ე ტურნირი მოიგო და ძმების იბრაჰიმ და ჰოსამ ჰასანების (36) შედეგი გააუმჯობესა.
სამხრეთამერიკელმა "პარი სენ ჟერმენის" რიგებში 15 ტურნირი მოიგო, "ბარსელონას" მაისურით - 10, "აიაქსის" შემადგენლობაში - 6, მილანის "ინტერში" - 5, ხოლო "კრუზეიროში" - 1.
საკლუბო ისტორიაში 35 ტურნირი აქვს მოგებული რაიან გიგზს, ხოლო 33-33 ბრაზილიელ დანი ალვეშს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.