ფეხბურთი

1:30 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" სერია A გამარჯვებით დაასრულა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 2016-2017 წლების სეზონი გამარჯვებით დაასრულა ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ – „ბებერ ქალბატონს“ ბოლონიაში სამი ქულა არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე, გაიმარჯვა.

ალეგრიმ გადახალისებული შემადგენლობა გაამწესა სასტარტოში და მეტწილად დაცვის ხაზში. ბუნებრივია, წინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს გუნდს სათამაშო და ალეგრი წამყვანი ფეხბურთელების ნაწილი დაასვენა. საერთოდ, „იუვე“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საფირ ტაიდერის გოლით თავიდან „ბოლონია“ იგებდა. სტუმრებმა პაულო დიბალას გოლით გაათანაბრეს. სხვათა შორის, არგენტინელმა ოქტომბრის მერე პირველად გაიტანა გოლი საგარეო მატჩში და ამასთან, იმავე ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ ორ მატჩში (იტალიის ჩემპიონატში) პირველად გაიტანა. „იუვენტუსს“ 3 ქულა 17 წლის მოის კინმა მოუტანა - ცვლილებაზე შესულმა ახალგაზრდა ფორვარდმა მირალემ პიანიჩის სტანდარტის მერე, თავით იხეირა. სხვათა შორის, კინი გახდა იტალიის ჩემპიონატში და ზოგადად, ტოპ 5 ჩემპიონატში 2000 წელს (ან შემდგომ) დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა. ამრიგად, „იუვემ“ სეზონი 91 ქულით დაასრულა და ახლა მთავარი მატჩის ელოდება: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა: „ატალანტას“ ევროპა ლიგის საგზური განაღდებული აქვს, მაგრამ ვერონას „კიევოსთან“ მაინც მოიგო. ერთადერთი გოლი პაპუ გომესმა გაიტანა. არგენტინელმა სეზონი 16 გოლით დაასრულა და ეს ბერგამოელთა რიგებში საუკეთესო შედეგია 1997-1998 წლების სეზონის მერე. 2001-2002 და 2011-2012 წლებში კრისტიანო დონიმ და ხერმან დენისმაც ამდენჯერვე იხეირეს „ატალანტას“ მაისურით. მანამდე კი, პიპო ინძაგის ჰქონდა უკეთესი შედეგი. როგორც აღვნიშნეთ, ლომბარდიელებს ევროპა ლიგაზე გასვლა გარანტირებული აქვთ, მაგრამ მეოთხე ადგილზე გასვლის ჩინებული შანსი აქვთ. „კიევოსთან“ მოგებით ჯამპიერო გასპერინის გუნდმა „ლაციოს“ 2 ქულით გაუსწრო და ხვალ რომაელები თუ ვერ მოუგებენ, „ატალანტა“ მისთვის წარმოუდგენელი შედეგით დაასრულებს სეზონს.

აქვე დავამატოთ, რომ ფეხბურთიდან ორი მოთამაშე გააცილეს: ჯულიო მილიაჩო და კრისტიან რაიმონდი - „ატალანტას“ ორი ლეგენდა...

„ატალანტა“ – „კიევო“ 1:0 (0:0)

ბერგამო, „ატლეტი აძური“

მაყურებელი: 16 000

„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კრისტანტე, ფროილერი, რაიმონდი (სპინაცოლა 51); კურტიჩი (მილიაჩო 86), პეტანია, გომესი (კესიე 71)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„კიევო“ (4-3-1-2): სეკულინი; კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი; იცკო, დეპაოლი, დე გუზმანი (ვინიატო 62), ბასტიენი; ბირსა (კიინე 70), ინგლეზე (პელისიერი 46)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 1:0 გომესი (52)

გაფრთხილება: კალდარა (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 6 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დომენიკო ჩელი

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:0) VIDEO

ბოლონია, „რენატო დალ არა“

მაყურებელი: 21 000

„ბოლონია“ (4-3-3): და კოსტა; კრაფტი (პეტკოვიჩი 75), გასტალდელო, ტოროსიდისი, მბაიე; პულგარი (ნადი 85), ვივიანი, ტაიდერი; ოკვონკვო, დესტრო, კრეიჩი (მაზინა 67)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): აუდერო; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბენატია, ასამოა; ხედირა (მანჯუკიჩი 59), მარკიზიო (პიანიჩი 56); კუადრადო, დიბალა (კინი 79), სტურარო; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ტაიდერი (52), 1:1 დიბალა (70), 1:2 კინი (90)

გაფრთხილება: ვივიანი (65), ოკვონკვო (82), გასტალდელო (90) - კუადრადო (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 14 (9) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მაურიციო მარიანი

თეგებისერია A
0.263243