ჭიდაობა

20:46 | 27.05.2017 | ნანახია 3876 - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების მდიდარი იტალიური მოსავალი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ქალაქ სასარიში, მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (Uჭჭ) ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალედ გამოვიდა. კონკურენციაში რვა ქართველი ჩაება და შვიდმა პოდიუმზე ასვლა შეძლო - გუნდმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირი წაუგებლად ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), გიორგი კურტანიძემ (66 კგ), ბექა მამუკაშვილმა (84 კგ), გიორგი ბარბაქაძემ (96 კგ) და ზვიად პატარიძემ (120 კგ) ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ.

66 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა და ლერი აბულაძემ (66 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. რამაზ სილაგავა (55 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:40 | 28.05.2017
პანტელეიმონი (4347)

+1

11:39 | 28.05.2017
mst (1810)

სად ნახულობენ ამ ჭ კლასის ტურნირებს?მარტოპ იტალიელები,ჩვენები და კანადელები ჭიდაობდნენ,ფრანგებს, შვეიცარიელებს,ებრაელებს და ასე შემდეგ თითო-თითო კაცით იყვნენ,ეს ტურნირები ალბათ იმისატვის უნდათ რომ იბლატაონ ვანგრევთ ყველაფერსო

18:29 | 29.05.2017
iloreli (2516)

(Uჭჭ) ყოფილა

22:54 | 27.05.2017
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ, შემდგომი წარმატებები

21:51 | 27.05.2017
b.g (1174)

ჩვენი ტურნირი ყოფილა ფაქტიურად

21:49 | 27.05.2017
b.g (1174)

ყოჩაღ ბიჭებო!!!

21:49 | 27.05.2017
b.g (1174)

პატარიძე დიდებშიც !!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106803