ფეხბურთი

19:22 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეინი გულშემატკივრებმა პრემიერლიგაში საუკეთესოდ აღიარეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი გულშემატკივრებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. Sky Sports-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 49,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და კეინმა პირველი ადგილი 16,378 ხმით დაიკავა. მეორეზე ნგოლო კანტე (13,515) გავიდა, ხოლო მესამეზე ედენ აზარი (8,412).

23 წლის ჰარიმ აწ უკვე გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. კეინი 29 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124139