ფეხბურთი

23:06 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი და 250 გოლი: ვის რამდენი გაუტანა...

კვირას, ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი „რომას“ შემადგენლობაში ბოლოჯერ ითამაშებს. ჯერ არავინ იცის, იქნება თუ არა, ეს ჩესკოსთვის კარიერის ბოლო მატჩი, მაგრამ „ჯალოროსის“ რომ ტოვებს, ეს თავადაც დაადასტურა.

40 წლის იტალიელის კარიერა ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო და სწორედ მაშინ შედგა მისი დებიუტი იტალიის სერია A-ში. მას მერე, ტოტიმ კალჩოში 250 გოლის გატანა შეძლო და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. მის წინ მხოლოდ სილვიო პიოლაა 274 გოლით. ტოტი პიოლას რეკორდს ვეღარ შესწვდება, მაგრამ როგორც უნდა იყოს, მაინც წარმოუდგენელია მიაღწიო ასეთს შედეგს იმ ლიგაში, სადაც როგორც წესი, გოლის გატანა ძალიან რთულია...

საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ ჩამონათვალს, თუ რომელ გუნდს რამდენი გოლი გაუტანა ხსენებული 250 გოლიდან. ფრანჩესკო ტოტის ყველაზე საყვარელი მეტოქე „პარმა“ იყო, რომლის კარი მან 19-ჯერ აიღო...

აქვე, სრული ნუსხაც:

1. „პარმა“ – 19 გოლი

2. „სამპდორია“ – 15 გოლი

3. „უდინეზე“ – 14 გოლი

4. „კალიარი“ – 14 გოლი

5. „ფიორენტინა“ – 13 გოლი

6. „ბარი“ – 12 გოლი

7-8. „ლაციო“ – 11 გოლი

7-8. „ინტერი“ – 11 გოლი

9-10. „პალერმო“ – 10 გოლი

9-10. „“ლეჩე“ – 10 გოლი

11-12. „იუვენტუსი“ – 9 გოლი

11-12. „კიევო“ – 9 გოლი

13-14. „მილანი“ – 8 გოლი

13-14. „ატალანტა“ – 8 გოლი

15-17. „ბრეშა“ – 7 გოლი

15-17. „“ნაპოლი“ – 7 გოლი

15-17. „ბოლონია“ – 7 გოლი

18-20. „ტორინო“ – 6 გოლი

18-20. „ჯენოა“ – 6 გოლი

18-20. „რეჯინა“ – 6 გოლი

21-23. „ემპოლი“ – 5 გოლი

21-23. „ლივორნო“ – 5 გოლი

21-23. „ვერონა“ – 5 გოლი

24-29. „კატანია“ – 4 გოლი

24-29. „მესინა“ – 4 გოლი

24-29. „პიაჩენცა“ – 4 გოლი

24-28. „სიენა“ – 4 გოლი

24-28. „პერუჯა“ – 4 გოლი

29. „მოდენა“ – 3 გოლი

30. „ჩეზენა“ – 2 გოლი

31-38. „ანკონა“ – 1 გოლი

31-38. „ასკოლი - 1 გოლი

31-38. „კომო“ – 1 გოლი

31-38. „ფოჯა“ – 1 გოლი

31-38. „რეჯანა“ – 1 გოლი

31-38. „სალერნიტანა“ – 1 გოლი

31-38. „სასუოლო“ – 1 გოლი

31-38. „ვიჩენცა“ – 1 გოლი.

ფრანჩესკო ტოტის იტალიის სერია A-ში ზემოჩამოთვლილი გუნდები გარდა „კარპის“, „კრემონეზეს“, „კროტონეს“, „ფროზინონეს“, „ნოვარას“, „პადოვას“, „პესკარას“, „ტრევიზოსა“ და „ვენეციის“ წინააღმდეგაც უთამაშია, თუმცა მათ კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შენიშვნა: ჩამონათვალში არ შედის ევროპული მეტოქეები, რადგან საუბარი მხოლოდ სერია A-ში გატანილ გოლებზეა.

0.113145