ფეხბურთი

18:45 | 27.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონფედერაციათა თასი: ავსტრალიაც დაირაზმა

ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოღლუმ კონფედერაციათა თასის გათამაშებისთვის გუნდში 30 ფეხბურთელს უხმო. ეს გაფართოებული შემადგენლობაა, ხოლო საბოლოო ვერსია, რომელიც 23 მოთამაშისგან იქნება შემდგარი, 7 ივნისს გახდება ცნობილი.

სხვა მხრივ კი, ავსტრალიელთა შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: მარკ ბირიგიტი („სუონსი“, ინგლისი), დენი ვუკოვიჩი („სიდნეი“), მიშელ ლანგერაკი („შტუტგარტი“, გერმანია), მეტიუ რაიანი („გენკი“, ბელგია)

მცველები: აზიზ ბეჰიჩი („ბურსასფორი“, თურქეთი), ალექს გერსბაჰი („რუსენბორგი“, ნორვეგია), რაიან გრანტი („სიდნეი“), მილოშ დეგენეკი („მარინოსი“, იაპონია), დილან მაკგოუენი („პასუშ დე ფერეირა“, პორტუგალია), რაიან მაკგოუენი („გეიჩჯოუ“, ჩინეთი), რაილი მაკგრი („ადელაიდა“), ბეილი რაიტი („ბრისტოლ სიტი“, ინგლისი), ტრენტ სეინსბერი („ინტერი“, იტალია), ბრედ სმიტი („ბორნმუთი“, ინგლისი)

ნახევარმცველები: მუსტაფა ამინი („ორჰუსი“, დანია), კრეიგ გუდვინი („სპარტა“, ჩეხეთი), ჯეიმს ჯეგო („შტურმი“, ავსტრია), ჯექსონ ირვინი („ბერტონ ალბიონი“, ინგლისი), მილე იედინაკი („ასტონ ვილა“, ინგლისი), მასიმო ლუონგო (ქპრ, ინგლისი), მარკ მილიგანი („ბანი“, სამხრეთ აფრიკა), აარონ მუი („ჰადერსფილდი“, ინგლისი), ტომ როგიჩი („სელტიკი“, შოტლანდია), ჯეიმს ტროიზი („მელბურნი“), აიდინ ჰრუსტიჩი („გრონინგემი“, ჰოლანდია)

თავდამსხმელები: რობი კრუზი (თავისუფალი აგენტი), ტიმ კეჰილი („მელბურნი“), მეტიუ ლეკი („ინგოლშტადტი“, გერმანია), ჯეიმი მაკლარენი („დარმშტადტი“, გერმანია), ტომი იურიჩი („ლუცერნი“, გერმანია)

კონფედერაციათა თასი 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ავსტრალიის ნაკრების მეტოქეები კი, ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, კამერუნისა და ჩილეს ნაკრებები იქნებიან.

0.116514