არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ხორხე სამპაოლი გაწვრთნის - როგორც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდი გვამცნობს, ოფიციალურად შეთანხმება მიღწეულია 57 წლის მთავარ მწვრთნელთან და მასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 1 ივნისს გაფორმდება.
სამპაოლი „ალბისელესტეს“ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უხელმძღვანელებს, რომელშიც არცთუ ისე სახარბიელო ვითარებაა შექმნილი: არგენტინა მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, რაც მხოლოდ პლეი-ოფში მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.
შეგახსენებთ, სამპაოლიმ სახელი ჩილეს ნაკრებში მუშაობით გაითქვა, ხოლო გასულ ზაფხულ ესპანური „სევილია“ ჩაიბარა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.









