პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მონაკოს" ყოფილი ფეხბურთელი ბერნარდუ სილვა "მანჩესტერ სიტის" ღირსებას დაიცავს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის ნახევარმცველი გუნდის სრულფასოვანი წევრი 1 ივლისიდან გახდება და 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჯერჯერობით კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიელის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 68 მილიონი ევრო გადაიხადეს.
სილვა "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს და იმავე წელს "მონაკოში" გაანათხოვრეს. ფეხბურთელი ლისაბონელებმა 2015 წლის იანვარში დააბრუნეს და ფრანგებმა ბერნარდუ 15 მილიონ ევროდ იყიდეს. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 58 თამაში ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.