დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა , რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ,,დინამომ“ ამჯერადაც დიდი ანგარიშით 93:76 მოუგო აწ უკვე ქვეყნის ექს-ჩემპიონ ,,ქუთაისს“, სერიაში 3:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
,,დინამომ“, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადგილი და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მალე ,,დინამო“ დაწინაურდა და თითქმის მთელი მეოთხედის განმავლობაში ლიდერობდა. მასპინძლებმა მხოლოდ მეოთხედის დასრულებამდე 59 წამით ადრე შეძლეს ზაურ ფაშაევის მიერ ზუსტად ნასროლი სამქულიანის შემდეგ დაწინაურება 19:17. დარჩენილ დროში ,,დინამო“ კვლავ დაწინაურდა და დროის ეს მონაკვეთი 21:19 მოიგო.
მეორე მეოთხედიც გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მალე ,,დინამომ“ კვლავ შეძლო უპირატესობის მოპოვება და ამის შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვია. პირველი ტაიმის ანგარიშია 45:35 ,,დინამოს“ სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. რამდენიმე ანგარიშში სხვაობამ 20 ქულასაც კი მიაღწია. მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს.
საერთო ჯამში, ,,დინამომ“ ამ სეზონში 9:1 შეძლო ქუთათურების დამარცხება. კოტე ტუღუშის შეგირდებმა ეს ერთადერთი გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვან, თასის ფინალურ შეხვედრაში მოიპოვეს და ,,დინამოს“ დუბლის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
ამ შეხვედრაში 19 ქულითა და 9 პასით ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ქუთაისის“ წევრმა გიორგი ცინცაძემ აჩვენა. 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი როგორც ნაკრებში, ისე კლუბში მისმა თანაგუნდელმა ბექა ბექაურმა შეასრულა.
ქუთათურებისაგან განსხვავებით, ,,დინამომ“ გუნდური თამაში აჩვენა და გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლია. მათგან ყველაზე მეტი 17 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა დეონტა ვონმა დააგროვა. თითო ქულით ნაკლები, 16-16 ქულა ილია ლონდარიძისა და მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა.
,,ქუთაისი“- ,,დინამო“ 76:93 (19:21 , 16:24, 14:18, 27:30)
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
- დინამო
- ქუთაისი
- რუსთავი
- კაკტუსი
- სოხუმი
- მგზავრები
- ოლიმპი
- ბათუმი
ბოლო ადგილზე გასულმა ,,ბათუმმა“ სუპერლიგა დატოვა. მის ადგილს ,,ა“ ლიგის გამარჯვებული მარნეულის ,,დელტა“ დაიკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
1.
ბატე - დუნდალკი
1 ძირითადი შედეგი, ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია
1.5026.07 22:00
2.
ლუდოგორეცი - ცრვენა ზვეზდა
1 ძირითადი შედეგი, ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია
2.1526.07 22:00
3.
პლზენი - ყარაბახი
1 ძირითადი შედეგი, ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია
1.6726.07 22:15
4.
როსტოვი - ანდერლეხტი
X2 ორმაგი შედეგი, ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია
1.6726.07 22:30
5.
აიაქსი - პაოკი
1 ძირითადი შედეგი, ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია
1.7726.07 22:45
6.
დინამო ზაგრები - დინამო თბილისი
კი ორივე გაიტანს, ჩემპიონთა ლიგა, კვალიფიკაცია
2.30
იმედია ხვალ ასეთი სტატიები არ დაიდება: "ზაგრებმა ჩვენი ადგილი მიგვიჩინა" ან "ზაგრებმა მწარე რეალობა დაგვანახა" ...
იქნება. თუ განადურდნენ და უფრო უარესიც უნდა დაწერონ მივესალმები.
პირველი თამაში გასვლაზე რო არ ვქონოდა მე არ ვიცი ჩვენ რა გვეშველებოდა
მარა მთავარა ამ გამოყენება)))
Imedi aris, magram shansi ar aris...
Martla mjera rom didi shansi gvaqvs zagrebtan fexburtelebi isetebi arian romlebic tavs ar dazogaven am etapze mitumetes umnishvnelovanes matchze
Gladiatorebistvis qomagebistvis dinamostvis
არამგონია გლადიატორმა და იქაურმა ქართველებმა მიატოვონ ხორვატებთან დინამო. მართლა მაგრები არიან. დასუსტებული დინამოც მაგათთვის მზეა. ხმამაღალი სიმღერები გლადიატორრრრრრ
წავიდნენ გლადიატორები?
მე სასწაულის იმედად ვარ...
წარმატებები
წარმატება დინამოს. დღეს ყველანი დინამოს გულშემატკივრები ვართ.
მართალია ავტორი. ვიცით რა дღეშიც არის ჩვენი ფეხბურთი дა აдვილია პესიმისტური პროგნოზების კეთება. მითუმეტეს რომ ათიдან ცხრას გაარტყავ DDDD
მაგრამ სრულ უიმეдობას ჯობია საერთოд არ ვუყუროთ дა ვისაუბროთ ფეხბურთზე. дღეს ყველა შანსს უნдა ჩავებღაუჩოთ. ყველაფრიдან მაქსიმუმი უნдა გამოვაдნოთ.
გულისტკივილით მახსენдება შტურმთან გელაშვილის ცარიელ კარს აცილებული ბურთი, სტიაუასთან ჩისკოს უნიათო პენალტი, უფრო აдრე ბილბაოსთან გამოუყენებელი მომენტები.
ერთხელ ჩვენც უნдა გაგვიმართლოს, ოღონд ამისთვის მაქსიმალური კონცენტრაციაა საჩირო.
აბა თქვენ იცით, ყველა თქვენთან ვართ!
იმედია ხორვატი გულშემატკივრები მუხლებს არ აკიკანკალებთ! ნამდვილი ჯოჯოხეთი გელით მაქსიმირზე რომ იცოდეთ და მზად იყავით მაგისთვის!
წარმატებები.
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო!!