თბილისის „დინამოში“ 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი მოჰამედ ალიუ ისინჯება. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ალიუს სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება და გადაწყვეტილებაც, დარჩება თუ არა იგი გუნდში, ამის შემდეგ იქნება მიღებული.
ალიუ ამპლუით მარცხენა მცველია და ბოლოს მოლდოვურ „საქსანში“ თამაშობდა, ხოლო სხვადასხვა პერიოდში ხორვატიულ „პომორაჩსა“ და სიმფერეპოლის „ტავრიაში“ ირჯებოდა.
მოჰამედ ალიუ ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.