მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა და მესამე დაიწყო. შესაბამისად, უკვე ცნობილია არაერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა: ინგლისი, სამხრეთ კორეა, ვენესუელა, მექსიკა, გერმანია, ზამბია, ურუგვაი და საფრანგეთი.
C ჯგუფი
ზამბიის ნაკრები მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენაა. აფრიკელებმა პირველ ტურში პორტუგალიას აჯობეს, ხოლო მეორე მატჩში უკვე ირანის ნაკრები დაჩაგრეს. აღსანიშნავია, რომ აზიელები შეხვედრას 2:0 იგებდნენ, მაგრამ ზამბიის ნაკრებმა იმდენი ქნა, რომ მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა თამაშის დამთავრებამდე.
აი, კოსტა რიკისა და პორტუგალიის ნაკრებები კი, ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ: გონსალვეშმა და მარინმა პენალტები გაცვალეს. ვერ ვიტყვით, რომ ეს შედეგი რომელიმეს ხელს აძლევდა, რადგან პირველ ტურში ორივეს წაგებული ჰქონდათ.
C ჯგუფს ზამბია ლიდერობს და მერვედფინალში თამაში განაღდებული აქვს. აი, დანარჩენი სამი ადგილის მფლობელიც ვინაობა კი, ბოლო ტურში გაირკვევა.
ზამბია - ირანი 4:2 (0:1)
გოლები: 0:1 შეკარი (7), 0:2 შეკარი (49, პენ), 1:2 საკალა (54), 2:2 მვეპუ (59), 3:2 ბანდა (65), 4:2 დაკა (71)
კოსტა რიკა - პორტუგალია 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 გონსალვეში (32, პენ), 1:1 მარინი (48, პენ)
1. | ზამბია U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 6:3 | 6 | |
2. | ირანი U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 3:4 | 3 | |
3. | პორტუგალია U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
4. | კოსტა რიკა U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 |
D ჯგუფი
ურუგვაის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორტიდან უნდა მივიჩნოთ. ყოველ შემთხვევაში, „სელესტე“ ამ დროისთვის ჩინებულად ასპარეზობს და იტალიის მერე, იაპონიის ნაკრებიც დაამარცხა, თან უშანსოდ - 2:0.
აი, „სკუადრა აძურას“ კი პირველ ტურში მარცხის გამო უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ამიტომაც, სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე დახარჯვა მოუწია. ამან შედეგი გამოიღო და იტალიამ რიკარდო ორსლონისა და ანდრეა ფავილის გოლებით დამაჯერებლად მოიგო. ჯგუფს ურუგვაი ლიდერობს და 1/8-ფინალშიც გასულია, ხოლო ამავე საგზურთან იტალიაც და იაპონიაც ახლოს არიან. ბოლო ტურში ისინი სწორედ ერთმანეთს ხვდებიან.
სამხრეთ აფრიკა - იტალია 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ორსოლინი, 0:2 ვაფილი (57)
ურუგვაი - იაპონია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჩიაპაკასი (1:0), 2:0 ოლივერა (90)
1. | ურუგვაი U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 3:0 | 6 | |
2. | იტალია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
3. | იაპონია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
4. | სამხრეთ აფრიკა U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
E ჯგუფი
საფრანგეთის ნაკრებს არანაირი პრობლემა არ შექმნია ვიეტნამთან და ეს მოსალოდნელიც იყო. სამფეროვნებმა დიდწილად ოგიუსტენის დიდებული თამაშის წყალობით მოიპოვეს სამი ქულა, ხოლო ანგარიში ლილიან ტურამის ვაჟმა გახსნა... მოკლედ, ფრანგები ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე გამართულ ფეხბურთს აჩვენებენ, თუმცა, ისიც აღვნიშნოთ, რომ სერიოზული მეტოქე ჯერ არ ჰყოლიათ.
თუ ფრანგები უკვე პლეი-ოფში არიან, ახალი ზელანდია ამ მიზანთან ძალიან ახლოსაა. ზელანდიელებმა ჰონდურასს სძლიეს და ორი ტურის თავზე წაუგებლად იკავებენ მეორე ადგილს. მართალია, ბოლო ტურში საფრანგეთთან ელით მატჩი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჯგუფებიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის.
საფრანგეთი - ვიეტნამი 4:0 (3:0)
გოლები: 1:0 ტურამი (18), ოგიუსტენი (22), 3:0 ოგიუსტენი (45), 4:0 პოა (52)
ახალი ზელანდია - ჰონდურასი 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბევანი (1), 2:0 აშვორთი (23), 2:1 ალვარესი (50), 3:1 ბევანი (56, პენ)
1. | საფრანგეთი U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 7:0 | 6 | |
2. | ახალი ზელანდია U20 | 2 | 1 | 1 | 0 | 3:1 | 4 | |
3. | ვიეტნამი U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 0:4 | 1 | |
4. | ჰონდურასი U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 1:6 | 0 |
F ჯგუფი
F ჯგუფის ლიდერი აშშ-ის ნაკრებია 4 ქულით. თუმცა, სატურნირო მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ამ ჯგუფში ყველაზე დიდი დაძაბულობაა. ამერიკელებმა სენეგალს მოუგეს, რომელმაც, თავის მხრივ, პირველ ტურში მოიპოვა სამი ქულა. ასევე სამი ქულა აქვს საუდის არაბეთის ნაკრებსაც, რომელმაც ეკვადორი დაამარცხა. სამხრეთამერიკელები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ბოლო ადგილს იკავებენ კინკილა ქულით.
ეკვადორი - საუდის არაბეთი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ალიამი (7), 0:2 ალიამი (84), 1:2 კაისედო (89)
სენეგალი - აშშ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 სარგენტი (34)
1. | აშშ U20 | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
2. | სენეგალი U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
3. | საუდის არაბეთი U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
4. | ეკვადორი U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 4:5 | 1 |
B ჯგუფი
ვენესუელის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ და გოლის გაუშვებლად ჩაამთავრა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში სამხრეთამერიკელებმა მექსიკას პირველი ადგილი არ დაუთმეს და კორდოვას გოლით იმარჯვეს. თავის მხრივ, მექსიკას, მარცხის მიუხედავად, დიდად გული არ დასწყვეტოდა, რადგან მეორე ადგილის დაკავებით მერვედფინალის საგზური მაინც მოიპოვა. ისე, პლეი-ოფში მექსიკელთა გასვლა ჯერაც არ იქნებოდა გადაწყვეტილი, გერმანიის ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო - ბუნდესნაკრებმა თვით ვანუატუს ვერ მოუგო ორბურთიანი სხვაობით და საბოლოოდ მესამე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი, თუმცა პლეი-ოფში ამ პოზიციიდანაც გადის, რადგან მესამეადგილოსანთა რეიტინგს სათავეში უდგას და ამ ცხრილის მე-4 ადგილზე ქვემოდ თეორიულად ვეღარ დაეშვება.
მექსიკა - ვენესუელა 0:1 (0:1)
გოლი: კორდოვა (33)
გერმანია - ვანუატუ 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ბადუ (27), 2:0 რესე (32), 2:1 კალო (52), 3:1 იოჰა (50), 3:2 კალო (77)
1. | ვენესუელა U20 | 3 | 3 | 0 | 0 | 10:0 | 9 | |
2. | მექსიკა U20 | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 | |
3. | გერმანია U20 | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
4. | ვანუატუ U20 | 3 | 0 | 0 | 3 | 4:13 | 0 |
A ჯგუფი
ინგლისის ნაკრები მერვედფინალში პირველი ადგილოსნის სტატუსით გავიდა - მასპინძელი სამხრეთ კორეა ბევრს ეცადა, რომ არ წაეგო, რაც მას ხელს აძლევდა, მაგრამ დოუელის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. თუმცა, ორივე გუნდი პლეი-ოფშია და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
არგენტინის ნაკრებმა კი, გვინეა გაანადგურა - 5:0. „ალბისელესტეს“ სამი ქულა აქვს და მერვედფინალში მისი გასასვლის საკითხი ჯერჯერობით გასარკვევი. ერთი ეგაა, ბურთების ბალანსი არგენტინამ გამოასწორა, რასაც, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა აღმოაჩნდეს.
ინგლისი - სამხრეთ კორეა 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დოუელი (56)
გვინეა - არგენტინა 0:5 (0:2)
გოლები: 0:1 ტორესი (33), 0:2 მარტინესი (43), 0:3 ზარაჩო (50), 0:4 სენესი (74), 0:5 მარტინესი (79)
1. | ინგლისი U20 | 3 | 2 | 1 | 0 | 5:1 | 7 | |
2. | სამხრეთ კორეა U20 | 3 | 2 | 0 | 1 | 5:2 | 6 | |
3. | არგენტინა U20 | 3 | 1 | 0 | 2 | 6:5 | 3 | |
4. | გვინეა U20 | 3 | 0 | 1 | 2 | 1:9 | 1 |
აქვე წარმოგიდგენთ მესამეადგილოსანთა რეიტინგს (6 გუნდიდან 4 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში გავა):
1. | გერმანია U20 | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
2. | არგენტინა U20 | 3 | 1 | 0 | 2 | 6:5 | 3 | |
3. | იაპონია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
4. | საუდის არაბეთი U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
5. | პორტუგალია U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
6. | ვიეტნამი U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 0:4 | 1 |