ფეხბურთი

18:17 | 26.05.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ბერნარდუ სილვა "ქალაქელი" ხდება

ფრანგული „მონაკოსა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. გამოცემა The Sun-ს თუ დავუჯერებთ, 22 წლის ფეხბურთელი უკვე მანჩესტერშია, რათა გუნდთან კონტრაქტი მალევე გააფორმოს.

ჯერჯერობით არ ხმაურდება ტრანსფერისა და მოთამაშის პირადი კონტრაქტის დეტალები. აღსანიშნავია, რომ სილვას მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენდა, მაგრამ პეპ გვარდიოლას კლუბმა თანაქალაქელს აჯობა.

ბერნარდუ სილვა „მონაკოში“ 2014 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აწ დასრულებული სეზონი კი ერთობ წარმატებული გამოუვიდა: პორტუგალიელის ლიდერობით მონეგასკები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:06 | 18.01.2016
matiane qartlisai (26)

ოსტინი მაგრად მევასება

00:32 | 18.01.2016
mushni (93569)

ასტონ ვილაში წამოსულიყავი ჩარლია სიმონD

21:55 | 17.01.2016
Tifoz Di MALDINI (18767)

ოპერატიულები ხართ D

12:21 | 18.01.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064728
სარეკლამო ადგილი - 99
X x X