კალათბურთი

17:12 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი სამქულიანებით მესამეა

ლებრონ ჯეიმსმა “ბოსტონთან” (135:102) მოგებულ შეხვედრაში 4 სამქულიანი ჩააგდო და ნბა-ს პლეი-ოფში ჩაგდებული სამქულიანებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

პლეი-ოფში ლებრონ ჯეიმსს 319 სამქულიანი დაუგროვდა, ხოლო არგენტინელი ემანუელ ჯინობილის ანგარიშზე 318 სამქულიანია. “მეფეს” მეორე ადგილზე მყოფი რეჯი მილერისგან (320) ერთი სამქულიანიღა აშორებს. პირველ ადგილზე კი რეი ალენია – 385 საპლეიოფო სამქულიანი.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსმა პლეი-ოფში ჩაგდებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ მაკლ ჯორდანს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა, ლებრონი – 5995 ქულა, ჯორდანი – 5987.

0.114953