ფეხბურთი

15:14 | 26.05.2017 | ნანახია 5183 - ჯერ

არაბიძემ კიევის "დინამოსაც" გაუტანა (VIDEO)

დონეცკის "შახტარის" ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 19 წლის ფეხბურთელმა ამჯერად კიევის "დინამოსთან" შეხვედრაში გამოიჩინა თავი, უკვე საფირმოდ ქცეული საჯარიმო დარტმით აიღო მეტოქის კარი.

"შახტარის" 21-წლამდელებმა 2:1 მოიგეს. გიორგიმ დონეცკელთა რიგებში 83 წუთი ითამაშა, შეხვედრის 24-ე წუთზე კი მისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში გახსნა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მე-15 გოლია ახალგაზრდულ ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, არაბიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ივნისში გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:59 | 27.05.2017
ilia_juventus (2091)

ამაზეა ნათქვამი "ტყვიას ტყვიაში აჯენსო"

00:35 | 27.05.2017
პანტელეიმონი (4347)

+1

22:03 | 26.05.2017
napolitano (196)

ბრავოოოოოოოო....... ძალიან ნიჭიერიააა.... მაგრად ასრულებს ჯარიმეეებს..... წარმატებები გიოოო..... წისვლა და განვითარება და ბევრი შრომააა.... წარმატებები....

20:33 | 26.05.2017
ogafa (10211)

ყოჩაღ

19:19 | 26.05.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

მაგარი ნიჭიერი ხარ, მაგრამ დროა გაასწრო მაქედან )))

18:09 | 26.05.2017
dinamo222 (8587)

მართლა რა მაგრა ურტყავს გინდა პენალი დანიშნულა და გინდა ჯარიმა სულ ერთია მაინც გოლით მთავრდება D

16:48 | 26.05.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს რო ნაკრებს გაუშინაურდება მერე ნახეთ, მარტო ჯარიმებს აღარ დასჯერდება. მთავარია უკვე მაღალ დონეზე ითამაშოს კლუბში და არა ასაკობრივებში.
ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მთავარია ბოლომდე გაიხსნას.

15:39 | 26.05.2017
ბაგი-რეი (2263)

არაბიძის იმედათ ღირს მეტოქის საჯარიმოსთან არეულობის მოწყობა. სამი მცდელობიდან ერთს მაინც გაიტანს. ფიზიკა არ აქვს თორე 90 წუთი ათამაშებდა ვაისი

18:10 | 26.05.2017
dinamo222 (8587)

სამიდან ერთს კი არა 5 დან 4 ს გაიტანს მე მაგის თამაშებს ვუყურე თითქმის ყველას და დაახლოებით ეგეთი შედეგი აქვს

15:45 | 26.05.2017
sabonis (9584)

და ვინ გეგულება სხვა ჩვენს ნაკრებში 90 წუთიან ფიზიკა, რომ აქვს? შემტევებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.

15:38 | 26.05.2017
salazar (1835)

პენლებივით არტყამს )

დროა უკვე ძირითადის. მაგიტომ არ აღნიშნავს გოლებს დიდი სიხარულით, ეგრე გამოხატავს პროტესტს

15:24 | 26.05.2017
sabonis (9584)

იმედია ამ ბიჭზე, ზრუნვას მარტო აგენტების იმედათ არ დატოვებენ და იმედია მის კარიერაზე ყველა ერთად იზრუნებენ და ისე არ გაათელინებენ შახტარის მესვეურებს, როგორც თავის დროზე ფოცხვერია დაგვიკარგეს.

0.128373