“კლივლენდმა” გასვლაზე “ბოსტონს” 135:102 აჯობა, სერსია 4:1 მოიგო, ნბა-ს სუპერფინალში კი ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტს” შეხვდება.
ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი შესძინა. რამდენიმე კვირის წინ ვწერდით, რომ ის დრო შორს არ იყო, როცა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანს პლეი-ოფში დაგროვილი ქულებით გადაასწრებდა. ლებრონს ნბა-ს პლეი-ოფის ისტორიაში ყველაზე მეტი, 5995 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზე მაიკლ ჯორდანია 5987 ქულით, მესამეზე - ქარიმ აბდულ-ჯაბარი (5762).
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “კავალერია” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და არცერთ მომენტში ეჭვის ქვეშ არ დამდგარა, თუ ვინ მოიგებდა შეხვედრას. კაირი ირვინგმა 24 ქულას მოუყარა თავი, კევინ ლავმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა და 11 მოხსნა. ბოსტონელთა რიგებში 23 ქულით ეივერი ბრედლი გამოირჩა.
“კლივლენდმა” აღმოსავლეთ კონფერენცია მეოთხედ მოიგო (2007, 2015, 2016, 2017).
ამრიგად, შარშანდელი სუპერფინალი გამეორდება - “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდს” დაუპირისპირდება. გასულ წელს “კლივლენდმა” “მეომრები” 4:3 დაამარცხა.
გთავაზობთ სუპერფინალის თამაშების განრიგს:
- “გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი” 2 ივნისი, 05:00 (თბილისის დროით)
- “გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი” 5 ივნისი, 04:00
- “კლივლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 8 ივნისი, 05:00
- “კლივლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 10 ივნისი, 05:00
- “გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი” 13 ივნისი, 05:00 (თუ საჭირო გახდა)
- “კლივლენდი” – “გოლდენ სტეიტი” 16 ივნისი, 05:00 (თუ საჭირო გახდა)
- “გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი” 19 ივნისი, 05:00 (თუ საჭირო გახდა)