1909- დაიბადა მეტ ბასბი. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი. 1958 წელს “მანჩესტერი” ავიაკატასტროფაში მოხვდა. ბასბი რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად (მათ შორის იყო ბობი ჩარლტონი) გადარჩა. 1968 წელს გუნდს ჩემპიონთა თასი მოაგებინა. ბასბის ხელმძღვანელობით “მანჩესტერი” ხუთჯერ (1952, 1956, 1957, 1965, 1967) გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ (1948, 1963) მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ფეხბურთელობისას ბასბი იცავდა “მანჩესტერ სიტისა” (1928-36) და “ლივერპულის” (1936-40) ღირსებას. საკლუბო დონეზე ჩაატარა 352 მატჩი (17 გოლი). შოტლანდიის ნაკრებში ითამაშა 8 მატჩი. მეტ ბასბი 1994 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1894 26 წლის Eმანუელ ლასკერი ჭადრაკში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა.
1928- ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების თაობაზე.
1959- დაარსდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. მისი პირველი პრეზიდენტი ვალენტინ გრანატკინი გახდა, რომელიც იმავდროულად FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტიც იყო.
1982- ბირმინგემის “ასტონ ვილამ” ჩემპიონთა თასის ფინალში როტერდამის “დე კუიპის” სტადიონზე 46 ათასი მაყურებლის თანდასწრებით მიუნხენის “ბაიერნს” 1:0 სძლია.
1992- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “იბერიამ” სოხუმის “ცხუმი” 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები გელა ინალიშვილმა, ზაზა რევიშვილმა და შოთა არველაძემ გაიტანეს, სოხუმელთა მიერ გატანილი ბურთი კი, მიხეილ ჯიშკარიანის ანგარიშზეა. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, თამაშს 18 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1993- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” “ბათუმს” 4:2 სძლია. გოლები რევაზ არველაძემ (2), შოთა და არჩილ არველაძეებმა (“დინამო”), ხოლო “ბათუმიდან” თემურ ტუღუშმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 25 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1993- მარსელის “ოლიმპიკმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ ფინალში მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” 54 400 მაყურებლის თანდასწრებით “მილანს” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მცველმა ბაზილ ბოლიმ გაიტანა.
1994- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” რუსთავის “მეტალურგი” 1:0 დაამარცხა. გოლი მიხელ ყაველაშვილმა გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1995- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” 1:0 დაამარცხა. გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1996- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გოლი გელა ინალიშვილმა გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 35 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1997- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” 1:0 დაამარცხა. გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიომზე მატჩს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1998- საქართველოს ეროვნულ თასის გათამაშების ფინალში, ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. გოლები კანტიძემ და ჭიჭვეიშვილმა (ბათუმი) და ალექსიძემ (თბილისი) გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1999- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, ქუთაისის “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალი” პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 5 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2000- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “ლოკომოტივმა” პენალტების სერიაში, ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა (4:2). ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2001- საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” პენალტების სერიაში დაამარცხა (4:3). თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაეწსრო.
2002- დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოს” 2:0 მოუგო. გოლები სულიკო დავითაშვილმა და ზაზა ჯანაშიამ გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშს 8 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2003- დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” 3:1 მოუგო. გოლები ოთარ ხიზანეიშვილმა, ვიტალი დარასელიამ, გიორგი ანჩაბაძემ (“დინამო”) და შალვა ისიანმა (“სიონი”) გაიტანეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 6 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2004- დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 2:1 დაამარცხა. გოლები ლევან სილაგაძემ, შოთა კაშიამ (“დინამო”) და სულიკო დავითაშვილმა გაიტანეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2005- დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალში თბილისის “ლოკომოტივმა” “ზესტაფონს” 2:0 მოუგო. გოლები მიხეილ ბობოხიძემ და ნუკრი მანჩხავამ გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.
2006- საქართველოს კალათბურთელთა თასს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაეუფლა. თსუ აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად თასის მფლობელის რანგში იბრძოდა და “ავიამშენს” 89:82 მოუგო.
2006- თბილისის სპორტის სასახლეში ქალ ფრენბურთელთა შორის გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჯგუფის ფავორიტ საფრანგეთის გუნდთან წააგო (17:25, 7:25, 12:25).
2006- ლიგის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ მატჩში, საქართველომ ჰოლანდიას 57:16 მოუგო.
2007- ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ნახევარმცველი კაკა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. კაკამ თავის გუნდთან ერთად ლიგაში გამარჯვებაც იზეიმა და ამავდროულად, 10 გატანილი გოლით ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა.
2007 თბილისის ეროვნულ სტადიონზე, 25 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ამერმა” “ზესტაფონს” მოუგო (1:0) და საქართველოს ეროვნული თასი მეორედ მოიპოვა. გოლი ტატანაშვილმა გაიტანა.
2008- საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა სუპერთასზე თსუ-მ “თბილავიამშენს” 89:82 მოუგო.
- ფინეთის ტამპერეში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ზაზა კედელაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ნაკრებს გუნდური მესამე ადგილი ერგო.
2011- საქართველოს დავით ყიფიანის ეროვნული თასის ფინალში “გაგრამ” დამატებით დროში ქუთაისის “ტორპედოს” 1:0 მოუგო. გაგრელებს უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი წვრთნიდა. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1909- მეტ ბასბი. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი. 1958 წელს “მანჩესტერი” ავიაკატასტროფაში მოხვდა. ბასბი რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად (მათ შორის იყო ბობი ჩარლტონი) გადარჩა. 1968 წელს გუნდს ჩემპიონთა თასი მოაგებინა. ბასბის ხელმძღვანელობით “მანჩესტერი” ხუთჯერ (1952, 1956, 1957, 1965, 1967) გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ (1948, 1963) მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ფეხბურთელობისას ბასბი იცავდა “მანჩესტერ სიტისა” (1928-36) და “ლივერპულის” (1936-40) ღირსებას. საკლუბო დონეზე ჩაატარა 352 მატჩი (17 გოლი). შოტლანდიის ნაკრებში ითამაშა 8 მატჩი. მეტ ბასბი 1994 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა.
1974- ოლეგ საიტოვი. რუსი მოკრივე (67 კგ). პირველი რუსი მოკრივე, რომელიც ოლიმპიური თამაშებისა (1996) და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1979- მეჰმეთ ოქური. თურქეთის საკალათბურთო ნაკრებისა და ნბა-ს “იუტა ჯაზის” მძიმე-ფორვარდი (211 სმ).
1983- მარია ნეტესოვა. რუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1998 და 1999 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
1987- დიოგო. პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ბრაზილიელი ფორვარდი. 2009 წელს მოიპოვა საბერძნეთის ჩემპიონობა და თასი. ნათამაშები აქვს ბრაზილიის 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებში.