ჩოგბურთი

18:32 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ცონგას შეხვდება

Open Parc Auvergne-Rhone-Aples Lyon-ის ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერს, გამოცდილ ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.

ნიკამ მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი მარტივად 6:3, 6:1 დაამარცხა, ხოლო ცონგამ რუს კარენ ხაჩანოვს 6:0, 6:4 აჯობა.

ბასილაშვილის და ცონგას შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული.

ნიკოლოზმა ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა და 24 000 ევრო უკვე გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109396