ფეხბურთი

17:28 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელთა სამზადისი, რონალდუ რუსეთში მიდის

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა კონფედერაციათა თასისთვის შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ჩემპიონთა სიაშია მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ეროვნულ გუნდს რუსეთში გასამართ ტურნირზე დაეხმარება. ნაკრებში არაა გამოძახებული "ბაიერნის" ნახევარმცველი რენატუ სანჩესი.

პორტუგალიელები ტურნირისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:

მეკარეები: რუი პატრისიუ (სპორტინგი), ბენტუ (სპორტინგი), ჟოზე სა (პორტუ);

მცველები: სედრიკ სუარეში (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნელსონ სემედუ (ბენფიკა), პეპე (რეალი, ესპანეთი), ბრუნო ალვეში (კალიარი, იტალია), ჟოზე ფონტი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლუიშ ნეტუ (ზენიტი, რუსეთი), ელიზეუ (ბენფიკა), რაფაელ გერერო (დორტმუნდი, გერმანია);

ნახევარმცველები: დანილუ (პორტუ), უილიამ კარვალიო (სპორტინგი), ჟოაო მოუტინიო (მონაკო, საფრანგეთი), ანდრე გომეში (ბარსელონა, ესპანეთი), ადრიენ სილვა (სპორტინგი), ჟოაუ მარიო (ინტერი, იტალია), ლუიშ მიგელ პიზი (ბენფიკა);

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მონაკო, საფრანგეთი), ჟელსონ მარტინეში (სპორტინგი), რიკარდო კუარეჟმა (ბენფიკა), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი), ნანი (ვალენსია, ესპანეთი), ანდრე სილვა (პორტუ).

კონფედერაციათა თასის წლევანდელი გათამაშება რუსეთში 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პორტუგალიის ნაკრები კი A ჯგუფში ისაპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები მექსიკის, რუსეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114415