ფეხბურთი

16:33 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო “მილანს” მწვრთნელად უბრუნდება

“მილანის” ყოფილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო კლუბში მწვრთნელის რანგში ბრუნდება. 39 წლის იტალიელმა სპეციალისტმა თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ივლისიდან მილანელთა ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ჯენარომ ისიც აღნიშნა, ასეთ სამსახურს “მილანის” გარდა არცერთ სხვა კლუბში არ დავთანხმდებოდიო.

გატუზო “მილანის” ღირსებას 1999-2012 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო სერია ა, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, თითოჯერ იტალიის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

“მილანიდან” “სიონში” გადასულმა გატუზომ 2013 წელს შვეიცარიულ კლუბში დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, მერე “პალერმოს” და ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა, ბოლოს კი “პიზაში” მუშაობდა.

0.112373