წინანდალში(თელავის რაიონი) მდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლემ, ჭადრაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა.
ასპარეზობა ორ ტურნირად, მოქმედ და ვეტერან მოჭადრაკეებს შორის გაიმართა.მოქმედ მოჭადრაკეთა ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა.7.0 ქულით პირველი ადგილი ნაკრებში ჯავახიშვილისა და ხოტენაშვილის თანაგუნდელმა ნინო ბაციაშვილმა დაიკავა. 6.5-6.5 ქულა დააგროვეს და შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებზე მერი არაბიძე და სოფიკო ხუხაშვილი გავიდნენ.
ვეტერანთა, ანუ სენიორთა ტურნირი, რომელშიც ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ორ წრედ ჩატარდა. 8.0 ქულით პირველ ადგილზე ნინო გურიელი გავიდა. მეორე ადგილი ნონა გაფრინდაშვილს ერგო, რომელმაც 6.5 ქულა დააგროვა. 5.5 ქულით მესამე ადგილი ციალა ქასოშვილს ერგო.
ტურნირის მონაწილე მოჭადრაკეებთან ერთად წინანდალში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ამავე ფედერაციის გამგეობის წევრი ნანა იოსელიანი და თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დირექტორი მარინა მილორავა იმყოფებოდნენ.
ღონისძიება თელავის რაიონის ხელმძღვანელობის მიერ იყო ორგანიზებული. ტურნირის საპრიზო 6. 500 ლარი იყო.