ფეხბურთი

19:20 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ძველი გვარდიის" გოლები - ბარაბაძე, დვალი

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ლიდერმა მარტვილის "მერანმა" გამოცდილი რევაზ ბარაბაძის გოლებით 2:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას", რომელიც ცხრილის შუაშია. მარტვილელები ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ.

ბოლნისის "სიონმაც" მოიგო, კერძოდ, 1:0 ტყიბულის "მეშახტესთან". ბოლო წუთებზე პენალტი დაინიშნა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მეგოლე ჯაბა დვალმა ზუსტად შეასრულა.

მერანი (მარტვილი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0

გოლები: 1:0, 2:0 ბარაბაძე (24, 71)

მეშახტე (ტყიბული) - სიონი (ბოლნისი) 0:1

გოლი: 0:1 დვალი (82 პენ)

0.116193