ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა სემ ელერდაისმა "კრისტალ პალასი" დატოვა და სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 62 წლის სპეციალისტის განცხადებით, მან გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი უარყო.
ელერდაისმა "კრისტალ პალასი" 2016 წლის დეკემბერში ჩაიბარა და საბოლოოდ გუნდს პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. "არწივებმა" "დიდი სემის" ხელმძღვანელობით 23 მატჩი ჩაატარეს, აქედან 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 12 შეხვედრაში დამარცხდნენ და 41 ქულით მე-14 ადგილზე გავიდნენ.
ინგლისურმა მედიამ უკვე დაიწყო ახალ მწვრთნელზე საუბარი და გუნდის თავკაცად კლაუდიო რანიერის მოიაზრებენ. იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე წელს "ლესტერიდან" გაუშვეს და ჯერჯერობით თავისუფალი აგენტია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შესასვლელი აქვს საოცარი DDDDDDD
მეციხოვნეები дა მშვილдოსნები აკლია DDDDDDDDDD
შენ გეტყობა ყვერლის სტადიონი არ გინახავს, პირდაპირ ციხესიმაგრეშია მოედანი
დაგუგლე და ნახავ ფოტოებს

არაა ეგ სასაცილო
ძალიან კარგი მაგ მხრივ თუ გამორჩეული უანალოგო სტადიონია
კი კაცო ესე დააანონსებენ და მერე გაკეთდება მოედანი 4 ღობით
ფოტოზე ჩანს რომ მშენევლობა დაწყებულია
წარმქტებები!!
ეჰ ჩემი ცაგერი!! კაცი აღარ დარჩა და ვის უშენებენ?
ტყიბულსაც მაგარი სტადიონი აქ.... იქნებ მიაქციოს ვინმემ ყურადგება