საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 10-დღიანი შეკრება დაუგეგმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.
როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს ბულგარეთის ნაკრებთან. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. თამაშები თბილისსა და გორში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირის გახსნის მატჩს 2 ივლისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გორში ჩაატარებს.