ფეხბურთი

12:45 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შაპეკოენსე" ლიბერტადორესის თასიდან მოიხსნა

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „შაპეკოენსე“ კონმებოლის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურვებმა ლიბერტადორესის თასის გათამაშებიდან მოხსნეს. ამის მიზეზი, არგენტინული „ლანუსის“ წინააღმდეგ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაში გახლდათ.

როგორც გაირკვა, ლუის ოტავიოს „ლანუსთან“ თამაში არ შეეძლო, თუმცა „შაპეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვაგნერ მანსინიმ იგი ათამაშა და მეტიც, 87ე წუთზე სწორედ ოტავიომ გაიტანა არგენტინული გუნდის კარში გამარჯვების გოლი (2:1).

მეშვიდე ჯგუფში ხუთი ტურის თავზე ასეთი სატურნირო მდგომარეობა იყო: „ნასიონალი“ – 8 ქულა, „ლანუსი“ – 7 ქულა, „შაპეკოენსე“ – 7 ქულა, „ზოლია“ – 5 ქულა. „შაპეს“ კი, მერვედფინალში გასვლის დიდი შანსი ჰქონდა, რადგან ბოლო ტურში შინ აუტსაიდერი „ზოლიას“ დამარცხება საკმარისი იქნებოდა. მეტიც, დიდი შანსი იყო ბრაზილიელებისთვის ქულაც საკმარისი გამოგდარიყო.

მაგრამ, ზემოხსენებული გადაწყვეტილების შედეგად, „შაპეკოენსეს“ „ლანუსთან“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა, შესაბამისად, სამი ქულა მას ჩამოაკლდა, ხოლო „ლანუსს“ დაემატა. ახლა კი, ჯგუფში ლიდერი „ლანუსია“ 10 ქულით და „შაპეკოენსე“ 4 ქულით აუტსაიდერი.

შეგახსენებთ, 2016 წლის ნოემბერში, „შაპეკოენსეს“ თვითმფრინავი მედელინთან ახლოს ჩამოვარდა და მაშინ ავიაკატასტროფას 70 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, მათ შორის გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119687