ერნესტო ვალვერდე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ძალიან მიუახლოვდა. ყოველ შემთხვევაში, საამისოდ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ესპანელმა სპეციალისტმა ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ვალვერდეს სახელს აქტიურად უკავშირებენ „ბარსას“ და ზემოხსენებული ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ ესპანური მედია დარწმუნებულია, რომ იგი „ბლაუგრანას“ ჩაიბარებს. „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა 29 მაისს გახდება ცნობილი.
ერნესტო ვალვერდესთვის კატალონია ნაცნობი ადგილია, რადგან 1988-1990 წლებში იგი სწორედ „ბარსელონაში“ თამაშობდა და კოპა დელ რეი და თასების თასი მოიგო. რაც შეეხება მის ბასკურ კარიერას - იგი ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო და „ბილბაოში“ 1990-1996 წლებში გამოდიოდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტი 2013 წელს დაიკავა.
„ბილბაოს“ ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის სამეფო თასი და სუპერთასი მოაგებინა. ასევე ათამაშა გუნდი ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Vatxovot erti mekare

და ამას ბუტლანდი ან რუდი არ ჯობდა? ან ფორსტერი ფოსტერი არა ფორსტერი
სიტის რა ეშველება?ჰარტი კომპანი სტერლინგი დებრუინი ნახევარი გუნდია