ინგლისის ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” მესამე მეკარე ედუარდოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “არისტოკრატების” ვებგვერდი იტყობინება, 34 წლის კიპერმა და კლუბმა თანამშრომლობა 2018 წლის 30 ივნისამდე განაახლეს.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი 1 წლით გავახანგრძლივე. მე ვიგრძენი, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ და იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ბევრ ტიტულს მოვიგებთ”, - თქვა პორტუგალიელმა.
ედუარდო, რომელიც ერთ დროს პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო, “ჩელსის” გასულ ზაფხულს ზაგრების “დინამოდან” შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ მას ლონდონური გუნდის რიგებში ჯერ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.