ფეხბურთი

18:38 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგმა სამართალდამცავებმა პსჟ-ს ოფისში, დი მარიას და პასტორეს სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს

საფრანგეთის ანტიკორუფციული ბიუროს აგენტებმა პსჟ-ს ოფისში, ანხელ დი მარიას და ხავიერ პასტორეს სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ფრანგულ კლუბს და მის ფეხბურთელებს ბრალი გადასახადების დამალვაში ედებათ. აღნიშნული ინფორმაცია Mediapart.fr-მ გაავრცელა.

გამოძიება საფრანგეთის პროკურატურის ფინანსურმა განყოფილებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც Football Leaks-მა დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც გადასახადებთან დაკავშირებით დარღვევებია დაფიქსირებული.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგულმა კლუბმა არაკანონიერი გზა გამოიყენა და ქვეყნის ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხის შეტანას თავი აარიდა. დი მარიას პანამაში კომპანია აქვს, სადაც თანხას რიცხავდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პსჟ-ც ფლობდა და მოგებასაც ნახულობდა.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. Sky Sports-ის ინფორმაციით კი, ზემოთხსენებული ფეხბურთელების გარდა, მსგავს დანაშაულში "ნანტის" არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალაცაა ბრალდებული.

0.129889