ფეხბურთი

17:38 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ექსპრეზიდენტი დააკავეს

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი დააპატიმრეს. მას ბრაზილიაში ყოფნის დროს, ფულის გათეთრება ედება ბრალად. კერძოდ, საუბარი 30 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაზეა.

როგორც ირკვევა, ამ ფაქტს მანამდე ჰქონდა ადგილი, სანამ როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდებოდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, პროკურორმა მისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდება უკვე მოითხოვა.

სანდრო როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო.

0.115591