ფეხბურთი

12:32 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" კუადრადო გამოისყიდა

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ დამდეგი სეზონისთვის თადარიგს უკვე იჭერს - როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი გვატყობინებს, კოლუმბიელი ნახევარმცველი ხუან კუადრადო ტურინში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„იუვენტუსმა“ სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ „ჩელსის“ 20 მილიონი ევრო გადაუხადა და მისი სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა.

კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა განვლილი ორი წელიწადი მან იტალიაში იჯარის წესით გაატარა. 28 წლის ფეხბურთელმა ამ დროის განმავლობაში ტურინელთა რიგებში 83 ჩატარებულ მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" ცოტა ხნის წინ, მიუნხენის "ბაიერნიდან" მედჰი ბენატიას სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა.

0.112838