დაიწყო საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერია ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება.
სერიაში, როგორც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული მოედნის უპირატესობით ,,დინამო’’ სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და თუ საჭირო გახდა მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრასაც ,,დინამო’’ უმასპინძლებს. დაძაბულ ბრძოლაში ,,დინამომ’’ 81:74 შეძლო მეტოქის დამარცხება და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირად შეხვედრებში ანგარიშია 6:1 ,,დინამოს’’ სასარგებლოდ ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა ,,ქუთაისის’’ უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთითა და 44 წამით ადრე ანგარიში იყო 21: 11 სტუმართა სასარგებლოდ. დარჩენილ დროში მასპინძლებმა თითიქმის შეუძლებელი შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს 23:23 ასე დასრულდა პირველი მეოთხედი.
მეორე მეოთხედიც პირველის სცენარით წარიმართა. მართალია, ძირითადად ,,ქუთაისი’’ ლიდერობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ,,დინამომ’’ მოახერხა წინ გასვლა და პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით 39: 37 მოიგო.
მეორე ტაიმში ,,დინამო’’ ლიდერობდა. იყო მომენტი, როდესაც მასპინძელთა უპირატესობამ ათ ქულას გადააჭარბა 67:66. კოტე ტუღუშის შეგირდები სულაც არ აპირებდნენ წაგებასთან შეგუებას, რომლებმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიშში სხვაობა სამ აქულამდე დაიყვანეს 74:77, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს დროის სიმცირის გამო. ,,დინამოს’’ დანარჩენი ქულები, საჯარიმოებით მიხეილ ბერიშვილმა მოუტანა.
ამ გუდების მეორე შეხვედრა ხვალ, იმავე დროს 18.30 საათზე, ისევ ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.
,,დინამო’’ - ,,ქუთაისი’’ 81:77
(23:23, 16:14, 22:19, 20:18)