არგენტინელი დიეგო არმანდო მარადონა თავის ინსტაგრამის გვერდზე ფრანჩესკო ტოტის პოსტს უძღვნის და წერს, რომ იტალიელი საუკეთესო ფეხბურთელია.
“ფრანჩესკო ტოტი – რომის ლიდერი. ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისი თამაშიც ჩემს ცხოვრებაში მინახავს”, - დაწერა მარადონამ.
საერთოდ, მარადონასა და ტოტის მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტი საფეხბურთო კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ ასრულებს.