ფეხბურთი

19:27 | 22.05.2017 | ნანახია 5490 - ჯერ

ჯონ ტერი: “26-ე წუთზე შეცვლა ჩემი იდეა იყო”

ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარული კაპიტანი ჯონ ტერი გამოემშვიდობა. ვეტერანმა ფეხბურთელმა “არისტოკრატების” მაისურით “სტემფროდ ბრიჯზე” ბოლოჯერ “სანდერლენდთან” მატჩში ითამაშა. იგი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად ანტონიო კონტემ 26-ე წუთზე შეცვალა.

როგორც გაირკვა, ეს წინასწარ იყო შეთანხმებული და თავად ფეხბურთელის სურვილით მოხდა:

“თამაშამდე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და შევთანხმდით, რომ სიმბოლურად 26-ე წუთზე შემცვილდა. ეს ჩემი იდეა იყო”, - თქვა ტერიმ.

ჯონ ტერი 19 წლის განმავლობაში “ჩელსიში” სწორედ 26 ნომრიანი მაისურით თამაშობდა და როგორც ჩანს ცვლილებაც ამ წუთზე იმიტომ მოხდა. ტერიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. უკანასკნელად კი, იგი ლონდონელთა ღირსებას ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დაიცავს, რომელშიც “ჩელსი” “არსენალს” შეხვდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:36 | 23.05.2017
NGoLo KaNte (36472)

ყველაზე მაგარი ინგლისელი მცველი

09:06 | 23.05.2017
temo11 (1791)

ძალიან ძლიერი დამცველი იყო, ამის თაობას რა მაგარი ნაკრები ყავდა ინგლისს და ეხლა ...

07:04 | 23.05.2017
19.05.2012 (1717)

ტერის წასვლით აღარავინ დარჩა ჩელსიში იმათგან ვინც კლუბის ისტორიის წერა დაიწყეს. თაობა შეიცვალა, ახლების ჯერია.

22:25 | 22.05.2017
sabonis (9584)

კი კარგი იყო, მარა ამათ თაობას(ტერი, ჯერარდი, ლამპარდი,ბექემი და ა.შ)აშკარად რაღაც შედეგი უნდა დაედოთ სამწუხაროდ ვერაფერი ქნეს.

22:26 | 22.05.2017
sabonis (9584)

ნაკრებში ვგულისხმობ.

19:35 | 22.05.2017
N O D (885)

ერთ-ერთი გამორჩეული მცველი თანამედროვე ფეხბურთში. გუნდში უკანასკნელი იმათგან, ვინც ჩელსი შემაყვარა

22:11 | 22.05.2017
federer (17) (15576)

ძალიან მაგარი დამცველი იყო ჯონი და მალდინის მერე ნებისმიერ მცველთან შეიძლება შეადაროო

0.137365