ფეხბურთი

17:21 | 22.05.2017 | ნანახია 1759 - ჯერ

ჰარი კეინის მეორე ოქროს ბუცი

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ზედიზედ მეორედ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი. 23 წლის ფეხბურთელმა სეზონი 30 მატჩში გატანილი 29 გოლით დაასრულა და ყველას აჯობა.

აღსანიშნავია, რომ მან ბოლო ორ ტურში 7 გოლი გაიტანა და ამის შედეგად გადაასწრო რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესს, რომლებიც შესაბამისად მეორე-მესამე პოზიციებზე გავიდნენ - 25 და 24 გოლით.

ჰარი კეინი პრემიერლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბუცი ზედიზედ ორჯერ მოიგო – ტიერი ანრის, მაიკლ ოუენის, ალან შირერისა და რობინ ვან პერსის შემდეგ.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კეინმა 29 გოლიდან 21 2017 წელს გაიტანა და უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე რამდენიმე გუნდს. ჰარი კეინზე ნაკლები გოლი 2017 წელს შემდეგმა გუნდებმა გაიტანეს:

ჰარი კეინი 21 გოლი 17 მატჩში

“კრისტალ პალასი” 21 გოლი 20 მატჩში

“ჰალ სიტი” 21 გოლი 19 მატჩში

“სტოკ სიტი” 19 გოლი 19 მატჩში

“ვესტ ბრომვიჩი” 18 გოლი 19 მატჩში

“უოტფორდი” 18 გოლი 20 მატჩში

“ბარნლი” 18 გოლი 19 მატჩში

“სანდერლენდი” 12 გოლი 19 მატჩში

“მიდლსბრო” 10 გოლი 19 მატჩში


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:57 | 10.10.2014
jokua (3910)

შაჰინის გუნდში ამას არავინ მიიყვანს.

10:24 | 10.10.2014
BEERTRANCE (97819)

წადი დორტმუნდში გამოადგე იქნებ კლოპს

21:42 | 09.10.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

კმაყოფილი რო იყოს გასაკვირი იქნებოდა

21:36 | 09.10.2014
xavi1987 (4225)

წადი დორტმუნდში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061295
1759