“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიმართ ინგლისელი ჟურნალისტები როგორც აღმოჩნდა დიდი ყურადღებით და ინტერესით აღარ გამოირჩევიან.
პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის, “მანჩესტერი” – “კრისტალ პალასის” დასრულების შემდეგ მოურინიო პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, თუმცა დარბაზში უცნაური სურათი დახვდა: თითქმის ცარიელი და არანაირი კითხვა.
შედეგად პორტუგალიელმა დარბაზი მალევე დატოვა: “არის კითხვები? – არა, შესანიშნავია”, - თქვა მოურინიომ.