ჩოგბურთი

14:10 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ათეულის ახალი წევრი - ალექსანდრ ზვერევი

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რომის მასტერსის გამარჯვებულმა გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მე-17 ადგილიდან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ათეულში დანარჩენი პოზიციები უცვლელი დარჩა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და 71-ე ადგილზე გადაინაცვლა.

  1. ენდი მარეი – 10 370 ქულა
  2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 7445
  3. სტანისლას ვავრინკა – 5445
  4. რაფაელ ნადლაი – 5375
  5. როჯერ ფედერერი – 5035
  6. მილოშ რაონიჩი – 4360
  7. დომინიკ ტიმი – 4145
  8. მარინ ჩილიჩი – 3765
  9. კეი ნიშიკორი – 3560
  10. ალექსანდრ ზვერევი - 3150

71. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 731

0.118158