კალათბურთი

11:22 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბახჩე” ევროლიგის ჩემპიონია (+VIDEO)

ევროლიგის ფინალში “ფენერბახჩემ” “ოლიმპიაკოსი” 80:64 დაამარცხა (VIDEO) და ლიგის ისტორიაში გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

“ფენერბახჩე” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მთელი თამაშის განმავლობაში ბერძნული კლუბი მდევრის როლში გახლდათ. “ფენერბახჩეში” 17-17 ქულით ბოგდანოვიჩი და კალინიჩი გამოირჩნენ. “ოლიმპიაკოსში” 14 ქულით საუკეთესო იყო ბირჩი.

ფინალების საუკეთესო მოთამაშედ “ფენერბახჩეს” ფორვარდი ეპკე უდო აღიარეს. რომელიც საშუალოდ ორ მატჩში 14 ქულას, 11.5 მოხსნას, 6 პასს და 3.5 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ცსკა-მ “რეალი” 94:70 გაანადგურა.

0.142091