ფეხბურთი

13:47 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტი" და "ჰანოვერი" ისევ ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგას ერთწლიანი განშორების შემდეგ „შტუტგარტი“ დაუბრუნდა. „შვაბებმა“ მეორე ბუნდესლიგის დასკვნით ტურში შინ „კიკერსი“ 4:1 გაანადგურეს და საბოლოოდ გათამაშება 69 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს. „შტუტგარტის“ გარდა მომავალი სეზონიდან ბუნდესლიგაში კვლავ ითამაშებს „ჰანოვერიც“, რომელიც 67 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

სხვათა შორის, „შტუტგარტმაც“ და „ჰანოვერმაც“ ბუნდესლიგა შარშან დატოვეს და პირველივე ცდაზე მოახერხეს ელიტალურ ლიგაში დაბრუნება.

თავის მხრივ, მესამე ადგილზე ბრაუნშვაიგის „აინტრახტი“ გავიდა, რომელიც ბუნდესლიგის საგზურისთვის „ვოლფსბურგს“ ორმატჩიან დუელში გაეჯიბრება.

0.133389