მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ადასტურებს, რომ დამდეგ სეზონშიც მადრიდში იმუშავებს. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, „როხიბლანკოს“ მომავალი გააჩნია და სურს ამ მომავლის ნაწილი იყოს.
„ჟურნალისტები მუდმივად მეკითხებიან ვრჩები თუ მივდივარ - დიახ, მე ვრჩები! და იცით რატომ? - იმიტომ, რომ „ატლეტიკოს“ აქვს მომავალი და ეს მომავალი ყველა ჩვენგანისაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ ამ წლებში - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს“, - აღნიშნა სიმეონემ.
შეგახსენებთ, დიეგო სიმეონე „ატლეტიკოში“ 2011 წლიდან მოყოლებული მუშაობს და ძალზე წარმატებით. ამ ხნის განმავლობაში ესპანური გუნდი ევროპული გრანდების მარაქაშში გაერია.