ანხელ გომესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც „წითელი ეშმაკების“ რიგებში პრემიერლიგის ეგიდით უთამაშია.
გომესმა „კრისტალ პალასთან“ მატჩის 88-ე წუთზე უეინ რუნი შეცვალა. გარდა ამისა, გომესი გახდა პირველი, ვინც პრემიერლიგაში ითამაშა და 2000 წელსაა დაბადებული.
შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ „კრისტალ პალასს“ 2:0 მოუგო და სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა.