ფეხბურთი

21:40 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცი ფიფა-ში დააწინაურეს

ნოდარ ახალკაცი ფიფა-ში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ფიფა-ში წევრი ასოციაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელი გახდა. ეს საინფორმაციო სააგენტო "აიპრესის" ინფორმაციაა.

ახალკაცი ხშირად ყოფილა დირექტორი მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე, თუმცა ამჯერად შესაძლოა კონფედერაციათა თასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნონ. კონფედერაციათა თასი, როგორც იცით, წლეულს რუსეთში გაიმართება. არის ალბათობა, რომ გაისად მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფსაც უხელმძღვანელოს.

ახალკაცი 2005 წელს გახდა სფფ-ის პრეზიდენტი და 2009 წლის შემოდგომამდე გახლდათ ამ თანამდებობაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132603