ტემპი, საგოლე მომენტები, დაძაბულობა, საკვანძო მომენტები, დრამატული დასასრული - ყველაფერი ჩაეტია "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში. ვისურვებდით, ასეთი თამაშები ხშირად იყოს საქართველოს ჩემპიონატში.
თბილისის "დინამომ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კახა კაჭარავას გუნდმა ამ სეზონში მეორედ დაამარცხა ჩემპიონი "სამტრედია", არადა, გია ცეცაძის გაწვრთნილებს ექვსი გასვლითი მატჩიდან ექვსივე მოგებული ჰქონდათ. დღესაც შეიძლებოდა მოეგოთ - რატომაც არა? მეორე ტაიმი მშვენივრად ჩაატარეს, ანგარიში გაათანაბრეს და კიდევ ორი მშვენიერი შანსი მიეცათ.
ანუ, შეეძლო მოეგო როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს, საბოლოოდ კი ლიდერმა იმარჯვა. ბაჩანა არაბული - ომარ მიგინეიშვილი: მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა დაპირისპირება, მეკარემ სასწაული ბურთები აუღო თავის ყოფილ თანაგუნდელს, მაგრამ ორ შემთხვევაში უძლური გახდა.
პირველ ტაიმში დინამოელებმა ორივეჯერ სტანდარტულიდან დამუშავებული გოლი გაიტანეს. ორივეჯერ თავურით: ჯერ ლაშა თოთაძემ ჩააწოდა და ბაჩანა არაბულმა შეუცვალა ბურთს მიმართულება (0:1), მერე კი გიორგი პაპუნაშვილის ჩაკიდებულს ლუკა ლოჩოშვილის დარტყმა მოჰყვა - 0:2.
მიგინეიშვილი საფუძვლიანად უბრაზდებოდა თანაგუნდელებს - მეტი ყურადღება იყო მათგან საჭირო. სხვათა შორის, ლოჩოშვილის გოლამდე ერთი წუთით ადრე, მიგინეიშვილმა ითამაშა თავგანწირვით, ერთ შეტევაში სამჯერ ფეხიდან ააცალა ბურთი არაბულს, არადა, გოლი გარდაუვალი ჩანდა.
მეორე ტაიმში ცეცაძის გუნდმა თავისი თამაში დაიჭირა. ბურთის კონტროლი, კომბინაციები - კარგად გამოსდიოდა "სამტრედიას" და ორივე გოლი ერთნაირი გათამაშებით გაიტანეს. ჯერ დავით რაჟამაშვილის დაფარულ პასს მოჰყვა გიორგი მჭედლიშვილის ზუსტი დარტყმა, 13 წუთში კი გიორგი ბერიაშვილის ანალოგიურ გადაცემას კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილი გამოეხმაურა - 2:2.
ეს ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და აშკარად დამუშავებული კომბინაცია იყო. არადა, 2:1-ზე არაბულმა იდეალური შანსი ვერ გამოიყენა - საბა ლობჟანიძის კარგი პასის შემდეგ, ახლოდან ცარიელ კარს ააცილა.
მჭედლიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი კარგი შეტევა წამოიწყო და ვინ იცის, ბოლო გოლი არც გასულიყო, მას ტრავმა რომ არ მიეღო და შესაცვლელი რომ არ გამხდარიყო.
2:2-ის შემდეგაც გაგრძელდა სამტრედიელთა შეტევები და შეცვლაზე შესულ ბელოვს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა: ჯერ პირისპირ გასულმა ააცილა, მერე კი ახლოდან ვარდნაში ვერ მოასწრო დარტყმა.
"დინამოსთან" ასეთი შანსების გაცუდება ძვირად ფასობს და აკი, საბოლოოდ კახა კაჭარავას გუნდმა გაიტანა. თუმცა მანამდე მიგინეიშვილის გმირობებზე დავწერთ - ბოლო წუთებში ზედიზედ ორი მკვდარი ბურთი აუღო არაბულს. განსაკუთრებით რთული კი თავურის მოგერიება იყო.
და აკორდი: მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში "სამტრედიამ" მწვავედ შეუტია, დინამოელებმა შესძლეს ბურთის გამოტანა, კონტრშეტევაზე გიორგი თევზაძემ თოთაძეს გააყოლა, მან რბილად ჩააწოდა და არაბულმა თავურით მაინც გაიტანა - ბურთი ხარიხიდან ასხლეტით ჩაეშვა კარში და 3:2.
"დინამო" ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. კაჭარავას გუნდი აშკარად პროგრესირებს და საწყენია, რომ წლეულს ევროტურნირებზე ვერ გამოვა. D
დინამო (თბილისი) - სამტრედია 3:2 (2:0)
დინამო: ლიტოვჩენკო, კუცია, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი (ზარია 75), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (ქავთარაძე 89), პაპუნაშვილი (თევზაძე 68), არაბული
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (კასრაძე 90), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, ჯიქია (ბელოვი 64), რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (სამუშია 55), ბერიაშვილი
გოლები: 1:0 არაბული (25), 2:0 ლოჩოშვილი (37), 2:1 მჭედლიშვილი (63), 2:2 დათუნაიშვილი (76), 3:2 არაბული (90+3)
გაფრთხილება: კუცია - გოგიაშვილი, მჭედლიშვილი
მსაჯი: ხარიტონაშვილი
19:30 საათზე ბათუმის სარაგბო მოედანზე დაიწყო მე-13 ტურის ბოლო მატჩი: დინამო (ბათუმი) - ჩიხურა (საჩხერე)
1. | დინამო თბილისი | 13 | 10 | 1 | 2 | 26:7 | 31 | |
2. | ტორპედო ქუთაისი | 13 | 7 | 4 | 2 | 18:9 | 25 | |
3. | სამტრედია | 13 | 7 | 2 | 4 | 16:13 | 23 | |
4. | ლოკომოტივი თბილისი | 13 | 6 | 3 | 4 | 26:15 | 21 | |
5. | საბურთალო თბილისი | 13 | 6 | 1 | 6 | 16:14 | 19 | |
6. | გორის დილა | 13 | 4 | 6 | 3 | 15:13 | 18 | |
7. | ჩიხურა | 13 | 5 | 2 | 6 | 16:18 | 17 | |
8. | დინამო ბათუმი | 13 | 4 | 1 | 8 | 10:16 | 13 | |
9. | ფოთი | 13 | 3 | 2 | 8 | 13:24 | 11 | |
10. | შუქურა | 13 | 0 | 4 | 9 | 6:33 | 4 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუ რა ლამაზად გაუშვაა?! უკეთესს, ვერც ინატრებდი
მაგრად გადავრჩი მაგრამ მაინც მოვიგე პურის ფული
შენ ლევან ბალეშიკობ თუ პურის ფულს?
იოკუძუნა ვიგულისხმე რომელის მოგებაღა მინდოდა და გადაურჩა წაგებას...
ვენაცვალე შენს გამზრდელს ლევან - ტოჩი ! ! !
ღმერთს ვთხოვ ჰაკუჰო მენახოს ხვალ გაგორებული ! ! !
მთელი საქართველო შენთანაა, გამარჯვებას გისურვებ ქართველო ლომო ! ! !
ჰო და კიდე მადლობა მსოფლიო სპორტს რო ფბ გვერდზე ფონად სუმო დადეს
ბევრი კითხულობს რატო დაატაკეს ჰაკუჰოს ხვალო, კი ვუპასუხე ზოგს მარა ძაან მალმალე ჩადის დაბლა კომენტარები და აგერ დავწერ ზემოთ:
---------------------
მასე უწევდა განრიგით თავიდანვე და აღარ შეცვალეს:
კუკურა როგორც აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნა ამ ბაშოზე ანუ რეიტინგის პირველი ნომერი, იწყებს დასავლეთის კომოსუბით, მერე ჩაუყვება მაეგაშირებს დაბლა, მერე ისევ უკან ამოუყვება და მოდის აღმავალი თანმიმდევრობით... ამის მერე განისაზღვრება დანარჩენების განრიგები...
ამიტომ კისე და ტაკაიასუ რო ტოვებდნენ ბაშოს, კუკურას ბოლო 3 დღეს უწევდა ტოჩი, გოიედო და ჰაკუჰო... ანუ ტოჩი პარასკევს
და აღმოსავლეთის სეკივაკე კიდე თავის მხრივ იოკოძუნებს აღმავალი თანმიმდევრობით ილევს, ასე რომ ტოჩისთვის ხუთშაბათს ჰაკუჰო და პარასკევს კუკურა იყო ის რაც "ბაი დეფოლტ" არის განსაზღვრული თუ რამე არ შეიცვალა...
ამაში ერთადერთხელ შემეპარა ეჭვი, როცა გოიედო მოიხსნა, მაშინ ვიფიქრე რომ შეიძლებოდა ტოჩი "აეჩოჩებინათ" შაბათს კუკურასთვის, და მაშინ შესაძლოა ჰაკუჰოც სხვა დღეს ჩამჯდარიყო...
მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე აღარ არიეს განრიგი
ერთი რაც გააკეთეს როგორც ვხვდები არის ის რომ გუშინ კუკურას კოტოშოგიკუ დააჯახეს და იჩინოჯო გადაუსვეს შაბათს, რომ ბოლოსწინა დღეს არ დაჯახებოდა მაეგაშირას... მაგრამ ლიდერთან ბრძოლა იქ დაუტოვეს სადაც იყო
პროგრამა მინიმუმი ერთერთი იაკოძუნას გაგორებაა, რატომღაც მგონია რომ კაკურიუს უეჭველი მოუგებს, ისე როგორც წინა ბაშოზე, თუმცა არც ხვალინდელ მოგებაზე იტყვის ტოჩი უარს.
უუუხ რა გააგორა!
ბრავო! ყოჩაღ!სიტყვები არ მყოფნის
უკვე ძაან ვნერვიულობ ხვალინდელ ბრძოლაზე
მიდი ტოჩი ჰაკუჰოს დამარცხებაც შეგიძლია
ამ მიტაკეუმიმ რა ცოტა დააკლდა
მე მგონი ბურატინოს რჩევები გაითვალისწინა ისე იჭიდავა ლევანამ
გენაცვალე რა გააგორა აი ეგრე
შენი ჭირიმე შენია
იოკუძუნების მოგებებიღა მინდა..
...... პატრონი.. საღოლ ლევან.. დასცა იპონზე

Prosta iaponuri ar vici da eg axurebs cotati
არ დაკრა კვახივით
ეგ ვიცი. ვუყურებ იუთუბზე, მაგრამ წინა დღეებში ქართული კომენტარებით იყო აჭარაზე და კარგი იყო.
მადლობა
იუთუბზე ჩაწერე sumo live da ukureb...

Prosta iaponuri ar vici da eg axurebs cotati
აგერ ბრატ ქართული კომენტარით:
0?'>https://www.facebook.com/adjarasport/videos/1912114948820253/?hc_ref=ARSLllvVTHF0WodRyFGVOPbQT32_dJz5uS9WYR8dcDdvxHgPFR8xBLA3tds_XqiXLO8&fref=gs&dti=107481829617335&hc_location=group':'>https://www.facebook.com/adjarasport/videos/1912114948820253/?hc_ref=ARSLllvVTHF0WodRyFGVOPbQT32_dJz5uS9WYR8dcDdvxHgPFR8xBLA3tds_XqiXLO8&fref=gs&dti=107481829617335&hc_location=group'))
მადლობა. ახლა შევხედე შენს პოსტს
მადლობა. ახლა შევხედე შენს პოსტს
არაფრის
არაფრის
თუ იცით აჭარა აღარ აჩვენებს პირდაპირს?
ვერ ვნახულობ
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/adjarasport/videos/1912114948820253/?hc_ref=ARSLllvVTHF0WodRyFGVOPbQT32_dJz5uS9WYR8dcDdvxHgPFR8xBLA3tds_XqiXLO8&fref=gs&dti=107481829617335&hc_location=group')>0?'https://www.facebook.com/adjarasport/videos/1912114948820253/?hc_ref=ARSLllvVTHF0WodRyFGVOPbQT32_dJz5uS9WYR8dcDdvxHgPFR8xBLA3tds_XqiXLO8&fref=gs&dti=107481829617335&hc_location=group':'https://www.facebook.com/adjarasport/videos/1912114948820253/?hc_ref=ARSLllvVTHF0WodRyFGVOPbQT32_dJz5uS9WYR8dcDdvxHgPFR8xBLA3tds_XqiXLO8&fref=gs&dti=107481829617335&hc_location=group'))
აბა ჰე, დღეს იმართება დაპირისპირება, რომლის ფოტოც ორი თვეა სუმოს ოფიციალური ვებგვერდის ფრონტპეიჯს ამშვენებს:
0?'>http://www.sumo.or.jp/En/':'>http://www.sumo.or.jp/En/'))
აბა ჰე, დღეს იმართება დაპირისპირება, რომლის ფოტოც ორი თვეა სუმოს ოფიციალური ვებგვერდის ფრონტპეიჯს ამშვენებს:
0?'>http://www.sumo.or.jp/En/':'>http://www.sumo.or.jp/En/'))
ქელბო რას ფიქრობ რატო დააჯახეს ჰაკუჰოს
კუკურა როგორც აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნა ამ ბაშოზე ანუ რეიტინგის პირველი ნომერი, იწყებს დასავლეთის კომოსუბით, მერე ჩაუყვება მაეგაშირებს დაბლა, მერე ისევ უკან ამოუყვება და მოდის აღმავალი თანმიმდევრობით... ამის მერე განისაზღვრება დანარჩენების განრიგები...
ამიტომ კისე და ტაკაიასუ რო ტოვებდნენ ბაშოს, კუკურას ბოლო 3 დღეს უწევდა ტოჩი, გოიედო და ჰაკუჰო... ანუ ტოჩი პარასკევს
და აღმოსავლეთის სეკივაკე კიდე თავის მხრივ იოკოძუნებს აღმავალი თანმიმდევრობით ილევს, ასე რომ ტოჩისთვის ხუთშაბათს ჰაკუჰო და პარასკევს კუკურა იყო ის რაც "ბაი დეფოლტ" არის განსაზღვრული თუ რამე არ შეიცვალა...
ამაში ერთადერთხელ შემეპარა ეჭვი, როცა გოიედო მოიხსნა, მაშინ ვიფიქრე რომ შეიძლებოდა ტოჩი "აეჩოჩებინათ" შაბათს კუკურასთვის, და მაშინ შესაძლოა ჰაკუჰოც სხვა დღეს ჩამჯდარიყო...
მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე აღარ არიეს განრიგი
ერთი რაც გააკეთეს როგორც ვხვდები არის ის რომ გუშინ კუკურას კოტოშოგიკუ დააჯახეს და იჩინოჯო გადაუსვეს შაბათს, რომ ბოლოსწინა დღეს არ დაჯახებოდა მაეგაშირას... მაგრამ ლიდერთან ბრძოლა იქ დაუტოვეს სადაც იყო
ჰაკუჰოს 1.18 აქვს, ტოჩის 1.4 და კაკურიუს 1.45...
ხვალე ხვდება ჰაკუჰოს... დღეს სამივე ლიდერის მოგებაზე უნდა დავდო რა...
მეთორმეტე ტურში ტოჩი ნაადრევად დააჯახეს ჰაკუხოს.
არ არის ნაადრევი. ოძეკები რო ყოფილიყვნენ ბაშოზე, უკვე შეხვედრილი იქნებოდა იოკოძუნებს
კი მარა ბოლოს წინა დღეს რო მაეგაშირას შეხვდეს იოკოძუნა არ ტეხავს?
რა მაინტერესებს - ვთქვათ ტოჩიმ და ჰაკუჰომ თანაბარი 14/1 ბალანსით დაასრულეს ბაშო. მათ შორის დამატებითი ბრძოლა დაინიშნება თუ იმის გამო რომ ლევანმა ერთი მოგება უბრძოლველად მიითვალა, უპირატესობა ეგრევე ჰაკუჰოს მიენიჭება ?
დამატებითი
დამატებითი ბრძოლა დაინიშნება, ანუ ფლეი-ოფი, ანუ იმათებურად "კეტეი-სენი"
სუმოში დამატებითი ინდიკატორები როგორც ასეთი არ მოქმედებს, ანუ ურთიერთშეხვედრები და ვინ უფრო მაგრებს მოუგო და ამნაირი თემები არაა...
თუ დაბალი მაეგაშირებიდან ვინმე თასისკენ გაიქაჩა, მიაქცევენ ყურადღებას და ბოლო დღეებში ძლიერებთან დააჭიდებენ, რომ ვინმემ მარტო ქვედა მაეგაშირების დამარცხებით არ მოიგოს თასი, მაგრამ თუ გაუძლო მაგ ძლიერებთან დაჭიდებას და მაინც მოიგო, ჩვეულებრივ მოგებად ეთვლება და თუ თანაბარი დააგროვა რომელიმე ძლიერთან ერთად, გადათამაშება დაინიშნება მიუხედავად იმისა რომ ამან დავუშვათ პირველ 13 დღეს ვიღაც სუსტებს მოუგო
კი კი, ეგ ყველაფერი ვიცი. უბრალოდ ოძეკობის ამბავში არ ჩაეთვლება ის უბრძოლველი გამარჯვებაო, წავიკითხე და მაგ მხრივაც ეჭვი გამიჩნდა
ააა ეგ ანუ როგორ თემაა იცი? აი ის 3 ტურნირზე სანიაკუდან 33 მოგებას რო ვიძახით ხოლმე, ეგ არ არის დაწერილი წესი როგორც ასეთი... უფრო პირობით კრიტერიუმია რომელიც უმეტეს შემთხვევაში სრულდება, თუმცა შეიძლება გამონაკლისებიც...
მაგალითად კისენოსატოს და გოიედოს თავის დროზე ოძეკობა მიცეს 32 მოგებაზეც, იმიტომ რომ დიდი ხანი სტაბილურად ატარებდნენ სეკივაკეს ტიტულს და "აკმარეს" 32...
ან კიდე ტერუნოფუჯიმ ჯერ 8-7 გააკეთა მაეგაშირა 2-დან, და მერე 13-2 და 12-3 სეკივაკედან თან ის ბოლო მოიგო და 8-7 ჩვეულებრივ ჩაუთვალეს.... ზოგი იმასაც ამბობს 8-7-სთვის საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება ის ორი ტურნირი ისეთი ჩაატარა რო მარტო მაგ 2 შედეგს შეხედესო...
ასევე მაგალითად ახლა ტოჩიმ ის 14-1 იანვარში რო გააკეთა, მაშინ არ იყო სანიაკუში, იყო მე-3 მაეგაშირა, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც ყველა ძლიერთან მოუწია შეხვედრა ვინც კი გამოდიოდა იმ ტურნირზე, ხოდა მაგიტო ჩაუთვლიან იმ 14-1-ს.
მაგრამ მაგ 14-ით და მერე მარტში 10-ით უკვე 24 დაუგროვდა და ახლა 9 უნდა ყოფნოდა ხო იდეაში 33-მდე, მაგრამ მანდ უკვე მოქმედებს ის თემა რო იმ 3 ტურნირიდან ბოლო ტურნირზე 9 მოგება ვერაა მთლად დამაჯერებელი...
კიდევ, კარგი ის მოხდა წინა ტურნირებზე რომ იანვარში ტოჩიმ 2 ოძეკი დაამარცხა, ხოლო მარტში ტურნირის გამარჯვებული იოკოძუნა კაკურიუ... ამას ეძახიან "ხარისხიან გამარჯვებებს" ანუ ზედა ორი რანგის ტიპებს რო დააგდებ... ეგ წონას მატებს ტოჩის განაცხადს იმ მხრივ რო აჩვენებს რო მათ დონეზე დგას... თუ მასეთი გამარჯვებების გარეშე დააგროვებ იმ 33 მოგებას თუ რაც იქნება, არის დიდი შანსი რო არ დაგაწინაურონ მარტო "სუსტებთან" მოპოვებული გამარჯვებებით.
ახლაც გვინდოდა რო გოიედო ან რომელიმე იოკოძუნა მაინც დაეგდო რო არავის შარი არ მოედო... გოიედო "მოგვიტყდა" სამწუხაროდ, შეგვრჩა ახლა იოკოძუნები... და აქვე გაგვეჩითა ენდოს თემაც, რომელთან მოგებაც უბრძოლველად ჩაგვეწერა...
თუმცა კაი პონტია რო დამაჯერებლად დაამარცხა მეორე სეკივაკე იჩინოჯო და ასევე კაი პონტი იქნება თუ ხვალ ექს-ოძეკი კოტოშოგიკუს დაამარცხებს და აჩვენებს რო ადრე მისთვის ძალიან უხერხული მოწინააღმდეგის ბარიერი საბოლოოდ გადალახული აქვს...
ანუ ძაან ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რომელიც ოძეკად ან იოკოძუნად დაწინაურების დროს თამაშობს როლს....
მაგრამ ეგენი არცერთი არ თამაშობს არანაირ როლს სატურნირო მდგომარეობის ამბავში, მარტივად - თასს მოიგებს ის ვინც დააგროვებს ყველაზე მოგებას!
თანაბარი მოგებათა რაოდენობის შემთხევაში იმართება დამატებითი ბრძოლა ან ბრძოლები (თუ 2-ზე მეტმა დააგროვა თანაბარი)
მადლობა. ანუ ხვალინდელი მოგება შარის მოდების იოტისოდენა შანსსაც აღარ ტოვებს და ოძეკი გვიხდება ბიჭი
ოძეკობის პონტში მარტო, ბაშოს მოგებაზე არ მოქმედებს
დამატებითი დაინიშნება
Exla ufro zustad vnaxe da kisenosatos bolo 6 bashodan 3 uaryofiti shedegit aqvs damtavrebuli, samshi saertod ar miugia monawileoba...
ტრავმის გამო შეწყვიტა ეგ სამი ბაშოც, რაც ფაქტობრივად მთლიანად გამოტოვების ტოლფასია
Statistikashic mgoni calke gamoyofilad aginishneba shewyvetili da chatarebuli brdzolebi
Ki, magram sanam shewyvetda dadebiti balansi ar qonia.
მერე რა, ტრავმის გამო მოეხსნა და ეს საპატიო გამოტოვებად ეთვლება, აი ბაშო რომ ბოლომდე მიეყვანა და იქ ყოფილიყო მინუსი მაშინ ეტყოდნენ დატოვე სუმოო
ბურატინომ სწორად აღნიშნა. ვფიქრობ, კისეს იაპონელობა გაითვალისწინეს იოკოძუნას ტიტულის მინიჭებისას. მობეზრდათ მონღოლთა გრიმიტი და ის, რომ თითქმის 15 წელი დიდი ჩემპიონი არ ჰყავდათ "ამომავალი მზის ქვეყნელებს".
სუმოს მამიკოებს გამონაკლისების კეთება სჩვევიათ. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ კისე ძალზედ სტაბილური ოძეკი გახლდათ და 12-ჯერ გავიდა მეორე ადგილზე. პლიუს გაითვალისწინეს მისი დიდი პოპულარობაც ქვეყანაში.
მე პირადად არ ვთვლი, რომ არასწორად მიენიჭა ეს ტიტული.
მე, პირიქით, არასწორად ვთვლი. ჩემი აზრით, დღესდღეობით მარტო ჰაკუჰო უნდა იყოს იოკოძუნა.
კისემ პოსტ-ფაქტუმ შეასრულა ნორმატივი როცა იოკოძუნად გახდომის მერე მოიგო პირველივე იუშო და ზედიზედ 2 მოგების პირობა შეასრულა...
უბრალოდ იმ ბაშოზე ძაან ცუდი ტრავმა მიიღო - მარცხენა მკერდის კუნთი აქვს გაწყვეტილი და ჩაესვენა მგონი მაგის მზე საბოლოოდ
კუკურას რაც შეეხება - 4 თასი მოუგროვდა უკვე და 2-იც ფლეი-ოფში წაგება და ისტორიაში იოკოძუნების ნახევარს მეტი კი არ აქვს გაკეთებული...
ეს ასაშორიუმ და ჰაკუჰომ მიგვაჩვიეს გრუზავიკებით თასების მოხვეტას თორე 72 იოკოძუნადან მარტო 18-ს აქვს 10 ან მეტი თასი ისტორიაში... სულ 7 კაცი გადაცდა 20-ს...
საუკუნენახევრიან ისტორიაზეა საუბარი
ტოჩინოშინის ათიდან ათი! ოძეკობისთვის ეს საკმარისი უნდა იყოს!ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუ დაამარცხა
ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე კოტოშოგიკუა.
ზაფხულის ბაშოს მე-10 დღეს აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-4 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ათიდან ათი მოგება ასეთია ბაშოს ქართველი ერთპიროვნული ლიდერის ბალანსი!
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება. წესით, ეს ათი გამარჯვება ლევან გორგაძეს ოძეკის რანგის მისაღებად უნდა ეყოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სუმოს ასოციაცია მიიღებს.
34 წლის კოტოშოგიკუ ყოფილი ოძეკია, ის ამ ტიტულს 2011-2017 წლებში ფლობდა. ერთხელ იმპერატორის თასიც აქვს მოგებული და ლევანს ურთიერთშეხვედრებში 24:7-ს უგებს. მაგრამ ტოჩინოშინმა 2018 წელს ორივე ორთაბრძოლა მოუგო ვეტერანს.
ტოჩინოშინი ლიდერია, თუმცა მას ორივე მონღოლი დიდი ჩემპიონი კვალში უდგას. კაკურიუმ ჰატაკიკომის ილეთით მოუგო კოტოშოგიკუს, ჰაკუჰოს არ გასჭირვებია ტრავმამოშუშებული შოტა ენდოს დამარცხება ოკურიდაშის ილეთით.
ოძეკის ტიტული გაინაღდა?
ტოჩინოშინმა ამ მოგებით ბოლო სამ ბაშოზე 34 გამარჯვებას მიაღწია (14 იანვარში, 10 მარტში, 10 მაისში) - ტრადიციულად, ოძეკის რანგში ასასვლელად 33 მოგება საკმარისია, ოღონდ, თითოეულ ბაშოზე მინიმუმ 10 მოგება უნდა დაფიქსირდეს.
ბაშოს დაწყების წინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ქართველი სუმოისტი ოძეკის ტიტულის მისაღებად იბრძოლებდა. ასე რომ, წესით, მან ეს რანგში მომატება უკვე დაიმსახურა.
ოძეკი ანუ ჩემპიონი სუმოს იერარქიაში მეორე რანგია იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი) შემდეგ.
სატურნირო მდგომარეობა
10-0
ტოჩინოშინი (სეკივაკე)
9-1
კაკურიუ (იოკოძუნა)
ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-2
ჩიონოკუნი (მაეგაშირა 11)
7-3
მიტაკეუმი (კომუსბი)
იკიოი (მაეგაშირა 5)
დაიშომარუ (მაეგაშირა 9)
კიოკუტაიესი (მაეგაშირა 15)
მიოგირიუ (მაეგაშირა 16)
ნიშიკიგი (მაეგაშირა 17)
არა სამწუხაროდ. მასე ადვილად არაა საქმე
raul-iker
განრიგთან დაკავშირებით:
კაროჩე კაკურიუ როგორც აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნა, ბოლო დღეებში ხვდება ხალხს აღმავალი თანმიმდევრობით
ანუ არავინ რო არ დატრავმულიყო ბოლო 5 დღის განრიგი ექნებოდა ასეთი - ტოჩი, გოიედო, ტაკაიასუ, კისე და ჰაკუჰო... ანუ ტოჩის უნდა შეხვედროდა წესით ოთხშაბათს
მაგრა ტაკაიასუ და კისე რადგან თავიდანვე არ იყვნენ ტურნირზე, ამიტომ კაკურიუს განრიგი ავტომატურად გადალაგდებოდა ასე ბოლო 5 დღე - მიტაკეუმი, ენდო, ტოჩი, გოიედო და ჰაკუჰო...
ანუ მე დარწმუნებული ვიყავი რო კუკურას ტოჩი უნდა დატაკებოდა პარასკევს და ჰაკუჰოს ან მანამდე ან მის მერე...
ახლა გოიედოს შუა ტურნირზე მოხსნის გამო ჩორტ ევო ზნაეტ როგორ გადაალაგებენ...
შეიძლება ტოჩის ისევ პარასკევს შეხვდეს და შაბათს გოიედო პირდაპირ ჩაუნაცვლონ სხვა ვინმეთი ან შეიძლება ტოჩი "აუჩოჩონ" შაბათს და მაშინ უკვე აღარ ვიცი ვოს როდის და როგორ მოუწევს
მაინც მგონია რომ ტოჩის აუჩოჩებენ და პარასკევს იჩი ეყოლება, ჰაკუჰოსთან კი პირიქით
ზუსტად ოძეკების არყოფნის გამო მგონია, რომ 13-14 ტურებში შეხვდება იოკოძუნებს. ვნახოთ აბა
შეიძლება.... ახლა მთავარია ხვალ მოიგოს ღიპუცასთან რო 11 შეასრულოს და მერე უფრო თავისუფლად შეხვდება იოკოძუნებს
იუშოს მნიშვნელობას ვერ მივხვდი, ბაშოს მოგებას ქვია იუშო?
კი
რამდენი ხანია ამ საიტზე არცერთ სტატიას არ ღირსებია 100-ზე მეტი კომენტარი
და თან ერთმანეთის დაცინვა გაქილიკების გარეშე
+1
ყველას ერთი სურვილი გვაქვს
+++++ ეგეც რათქმაუნდა გიგა
+++++ნამდვილად და ვისი დამსახურებააა
ავოიე!
ახლა ხვალ არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა - უნდა მოიგოს ღიპუცასთან და 11 მოგებას დააგროვებს...
და მერე მიხედოს იუშოს უკვე იოკოძუნებთან
ფუსენის გამო მემგონი არ იკმარებს, მარა 13 მოგება მაინც არ უნდა გაუჭირდეს
1000%
Beertrance
Kisensatos shemtxvevashi rogoraa saqme? Bolo ramdenime bashoze an uaryofiti shedegi aqvs an mtlianad ganotovebuli?? Ar emuqreba titulis dakargva?
ტრავმის გამო გამოტოვება საპატიოა მარა ასოციაცია წყვიტავს ნამეტანი ჰო არ გრძელდება რეაბილიტაცია. კიდე იაპონელია და იაპონელებს უკეთებენ რაღაც შეღავათებს გაიჯინებისგან განსხვავებით
მთლიანად რომ აქვს გამოტოვებული ტრავმის გამო, ეგ არ ეთვლება უარყოფითად.
An iokodzuna saertod rogor gaxda? 2jer aqvs mogebuli imperatoris tasi mgoni...
ზედიზედ 3 ბაშოს მოგება არ ჭირდება იოკოძუნობას. ოძეკის რანგში ზედიზედ 2 იუშო საკმარისია. კისენოსატო კი ერთი ბაშოს მოგებით გახდა იოკოძუნა. მეორე ბაშო რომ მოიგო, იოკოძუნა იყო უკვე
ეტყობა ოძეკი გახდა ჯერ და როცა ოძეკი ხდები მერე ზედიზედ ორჯერ ტუ მოიგებ ბაშოს მაშინ ხდები იკოზუნა ალბათ კისენოსატოს შემთხვევაშიც ეგრე იყო
მგონი, ერთი მთავარი ფაქტორი გამოგრჩა, რომელიც შენს კითხვაზე მარტივ პასუხს წარმოადგენს - კისენოსატო იაპონელია!
შესავალი
სუმო, როგორც ორთაბრძოლის ერთერთი სახეობა, არის იაპონიის ეროვნული სპორტი.
მეტოქეების ფერადი მავაშისა (მუცლის ქამარი) და განსაკუთრებული თმის ვარცხნილობის
ოიჩოს (გინკგო-ფოთლის ნასკვი) სტილი უძველესი დროის იაპონურ იერს მოგვაგონებს. სუმო
ტრადიციული ელემენტების ერთგული მიმდევარია, მაგალითად დოჰიოს (ჩალის ამაღლებული
სცენა) განლაგების წესები შერწყმულია შინტოს რელიგიურ ცერემონიასთან. სიტყვა სუმო
იწერება ჩინური იეროგლიფებით და „ურთიერთცემას“ ნიშნავს.
სუმოს ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, იგი ოფიციალურ სპორტის სახეობად
აღიარეს ადრეულ ედოს პერიოდში (1600-1868 წწ.). დღეს იაპონელ მამაკაცთა უმრავლესობა
სპორტის ამ სახეობას მისდევს უმაღლესი სკოლების კლუბებსა თუ უნივერსიტეტებში, ასევე
არსებობს სუმოს მოყვარულთა ასოციაცია. იაპონიასა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში სუმო
ცნობილია, როგორც პროფესიული სანახაობრივი სპორტი.
ორთაბრძოლის დაწყებამდე
(ფოტო AFLO-სგან)
სუმო 2
შეჯიბრის მიზანი
სუმოს შეჯიბრის მიზანია სპორტსმენმა
აიძულოს მეტოქე და გადააგდოს დოჰიოდან ან
სხეულის რომელიმე ნაწილით შეახოს მიწის
ზედაპირს. ორთაბრძოლის დაწყებამდე
მეტოქეები რამდენიმე წუთს უთმობენ
მოსამზადებელ რიტუალს. განივად შლიან
მხრებს, გარდიგარდმო, ხან ერთ და ხან მეორე
ტერფზე გადადიან მონაცვლეობით
გარდიგარდმო, აკეთებენ ბუქნებს და დაჟინებით
უყურებენ ერთმანეთს. რამდენჯერმე მუჭით
მიმოფანტავენ ჰაერში მარილს, რომ რინგი
განიწმინდოს, რაც რიტუალის ნაწილია.
მეტოქეთა სხეულების ხანგრძლივი გახურების
შემდეგ, ჭიდაობა ერთ წუთზე მეტ ხანს არ
გრძელდება, თუმცა ზოგიერთი ორთაბრძოლა შესაძლებელია რამდენიმე წუთით გაგრძელდეს
და ხანდახან საჭიროა მოკლე მიძიური (შესვენება), რათა მეტოქეებს მიეცეთ დასვენების
საშუალება ორთაბრძოლის დასასრულებლად.
სუმოს მოგების მეთოდი, რომელიც დაახლოებით 70 სახეობას ითვლის, ასევე ითვალისწინებს
მეტოქის საჭიდაო მოედნიდან გაყვანას და გადაგდებას, ქამარზე ჩაჭიდებას მეტოქის დაბლა
დასანარცხებლად, ფეხის გამოდებას, სწრაფი მოძრაობით განზე გახტომას (მეტოქის თავდასხმის
მოგერიების მიზნით) და მით მეტოქის წონასწორობის დარღვევას, საჭიდაო ჩალის მოედანზე
მოჭიდებას მეტოქის მოსაგერიებლად და წრიდან გადასასროლად.
სუმო განსაკუთრებით მოსწონთ მისი ღირსებებისა და თვითკონტროლს გამო. არ ყოფილა
მსაჯებთან კამათისა და არასპორტული ქცევის შემთხვევა. თუ გაშლილი ხელის დარტყმა
სხეულის ზედა ნაწილში დაშვებულია, მუშტის დარტყმა, თმების მოქაჩვა აკრძალულად
ითვლება.
ზოგიერთ შერკინებათა შედეგები იმდენად ერთნაირია, რომ მსაჯის გადაწყვეტილება
შესაძლებელია გადაიხედოს ან ზოგჯერ შესაძლებელია შეიცვალოს კიდეც, ისევ მსაჯთა მიერ;
არც მოგებული და არც წაგებული პროტესტს არ გამოხატავს, არამედ უფრო გამოხატავს ემოციას,
ვიდრე ცალკეული შემთხვევით გამოწვეულ ღიმილსა ან მოღუშვას.
დანაყოფი და თანრიგი
ფალავნები პროფესიულ სუმოში დანიშნულნი არიან დანაყოფებისა და თანრიგისდა მიხედვით.
შესაბამისად, ისინი მოიაზრებიან, როგორც აღმოსავლეთის ან დასავლეთ მხარის წევრი,
ზუსტად ეს უკანასკნელი განსაზღვრავს, თუ რომელი გასახდელი ოთახია განკუთვნილი ამა თუ
იმ ფალავნისთვის და რინგის რომელ ნაწილში იასპერეზებენ ყოველდღიურად. სიდიდის
იოკუძუნას რინგი - ცერემონიის დასაწყისი
იაკოძუნას თან ახლავს ტაჩიმოჩი (ხმლის მატარებელი
ადამიანი) მარჯვნიდან და ცუიუჰარაი (გამცილებელი)
მარცხნიდან (ფოტო Kishimoto-სგან)
3 სუმო
მიხედვით, ჩემპიონთა ტიტულები ასე შეგვიძლია განვალაგოთ: იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი),
ოძეკი (ჩემპიონი) და სეკივაკე (უმცროსი ჩემპიონი).
იოკოძუნა სუმოს უცვლელი თანრიგია. ამ რანგის მქონე მოჭიდავე აღარ ქვეითდება. თუკი
იოკოძუნა ვეღარ აკმაყოფილებს ამ რანგის მოთხოვნებს, ის უბრალოდ ტოვებს პოსტს.
რამდენიმე საუკუნის წინ, ტიტულების რანგირების შემოტანის პერიოდიდან, მხოლოდ 70
სპორტსმენს მიენიჭა დამსახურებული იოკოძუნას წოდება. თანამედროვე უდიდესი ჩემპიონები
იყვნენ ფუტაბაიამა (იოკოძუნა, 1937-1945), რომელსაც 866 მოგება, მათ შორის 69 წაუგებელი
რაუნდი ჰქონდა; ტაიჰო (1961-1971), რომელმაც ჯამში მოიგო 32 შეჯიბრი და 45 თამაში
ერთიმეორეს მიყოლებით; კიტანოუმი (1974-1985), რომელიც 21 წლის და 2 თვის ასაკში ყველაზე
ახალგაზრდა იოკოძუნად დასახელდა; აკებონო (1933-2011), რომელიც იოკოძუნა 30 ტურნირის
მოგების შემდეგ გახდა და ბოლოს, ტაკანოჰანა (1995-2003), რომელმაც 19 წლის ასაკში ყველაზე
ახალგაზრდამ მოიგო შეჯიბრი. პროფესიონალურ სუმოს არ აქვს წონითი კატეგორიები, ამიტომ
ხშირად ჯანღონით სავსე ფალავანი ერკინება პატარა ტანის მეტოქეს. დიდი წონა ძირითადად
განსაზღვრავს სპორტსმენის წარმატებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია სისხარტე,
მოქნილობა და ბალანსიც, რაც ზრდის მოგების შანსს. ხშირად ხდება, რომ ტანით მომცრო და
სხარტი მოჭიდავეები სძლევენ ძლიერ მეტოქეს.
სუმოს მოჭიდავის ცხოვრება
ძირითადად, სუმოს მასწავლებლის, ოიაკატა-ს (მუდმივი მასწავლებელი) მოწაფეების
უმეტესობა სოფლებიდან ჩამოსული საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან. თუ ბიჭის ოჯახი
თანახმაა, ოიაკატა, რომელიც ყოფილი მოჭიდავეა, დაახლოებით 50 ჰეიას (საცხოვრებელი)
მართავს და 5-დან 30-მდე მოჭიდავეს ზედამხედველობს, მზადაა აიყვანოს მათი შვილები
მოწაფეებად. ახალგაზრდები ვარჯიშობენ, იკვებებიან და იძინებენ საერთო საცხოვრებლებში და
იღებენ მცირე გასამრჯელოს. რეგულარულ ტურნირებზე ერთმანეთს არ ეჯიბრებიან ერთი და
იგივე საცხოვრებლის წევრები.
სუმოს ცხოვრების წესი მოწაფეების მიმართ მკაცრად მომთხოვნია და ახალგაზრდები 5 წლის
განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობენ მაღალი რანგის და სეკიტორის (პროფესიონალი)
წოდების ანუ ხელფასიანი მოჭიდავის სტატუსის მოსაპოვებლად. დაახლოებით 700
მოჭიდავიდან, რომელიც ცხოვრობს ამგვარ საცხოვრებელში, მხოლოდ 70 იღებს სეკიტორის
სტატუსს. უმაღლეს დივიზიონში მოხვედრილი სპორტსმენების მცირე რაოდენობა ქორწინდება
და ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის გარეთ, მაგრამ ასეთი საცხოვრებლები ახალგაზრდა
მოჭიდავეების ერთადერთი სახლია სუმოს კარიერის განმავლობაში. ბევრი მძლეოსანი
იძულებულია დატოვოს საერთო საცხოვრებელი 30 წლამდე, ავადმყოფობისა თუ სხვა
ფიზიკური ტრამვის გამო.
სუმოს უმეტესი საცხოვრებლები მდებარეობს ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში. დაბალი რანგის
სპორტსმენები საკმაოდ მკაცრ პირობებში ცხოვრობენ. იღვიძებენ დილის 4 ან 5 საათზე,
იმოსებიან მავაშით და იწყებენ კეიკოს (ვარჯიშს). ისინი ვალდებულები არიან მოემსახურონ
მაღალი კლასის მოჭიდავეებს, რომელთაც გვიან გაღვიძების უფლება აქვთ.
სუმო 4
კეიკო შედგება სამი ტრადიციული ვარჯიშისაგან: შიკო, ტეპო და მატავარი. შიკოს ვარჯიშისას
მოჭიდავე შეძლებისდაგვარად მაღლა სწევს ფეხს. ტეპოს ვარჯიშისას მოჭიდავე გაშლილი
ხელით განუწყვეტლივ სცემს ხის ბოძს. მატავარის დროს მოჭიდავე იბუქნება მაქსიმალურად
გაშლილი ფეხებით.
ყოველდღიური კეიკო დაახლოებით შუადღემდე გრძელდება, რომლის შემდეგაც მოჭიდავეები
მიირთმევენ წვნიანს, რომელსაც ჩანკო-ნაბე ეწოდება (მაღალკალორიული წვნიანი, შედგება
მრავალი სახის ხორცეულისა და ბოსტნეულისგან), გარნირით, მწნილით და რამდენიმე დიდ
თეფშ ბრინჯს, რომელსაც ხშირად 2 ბოთლ ლუდსაც აყოლებენ. მოჭიდავეებს შესანიშნავი მადა
აქვთ. საკვების მიღების შემდეგ, მომდევნო რამდენიმე საათი სპორტსმენები ისვენებენ. დიდი
რაოდენობით საკვების მიღება იწვევს წონის მომატებას. ფიზიკური ვარჯიშების, დიეტის და
ძილის რეჟიმის შედეგად ზოგიერთი სპორტსმენი 150 კილოზე მეტ წონას აგროვებს, ხოლო
ზოგიერთი 200 კილომდე აღწევს.
სატურნირო შეჯიბრი
ყოველწლიურად იაპონიის სუმოს ასოციაციის
სანქციით ექვსი თხუთმეტდღიანი სუმოს
ტურნირი ტარდება: ამათგან სამი ტოკიოში
(იანვარი, მაისი და სექტემბერი) და სამი ოსაკაში,
ნაგოიასა და ფუკოუკაში (მარტი, ივლისი და
ნოემბერი). დიდ ტურნირებს შორის
მოჭიდავეები მოგზაურობენ სოფლებში და
მონაწილეობენ ადგილობრივ შეჯიბრებებში,
რომელიც ამ სპორტისადმი ინტერესის
გაზრდისა და ახალი სპორტსმენების მოზიდვის
თვალსაზრისით ტარდება.
პირველი ოფიციალური სუმოს არენა,
კოკუგიკანი 1909 წელს აშენდა ტოკიოს
რიოგოკუს რაიონში. მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ, კოკუგიკანი გადაიტანეს კურამაეში,
სადაც მომდევნო 4 დეკადის განმავლობაში დარჩა. 1985 წელს აშენდა 11000-ადგილიანი ახალი
არენა ისევ რიოგოკუს რაიონში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ტელევიზიები სუმოს ორთაბრძოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცემენ, რომელიც
დაახლოებით საღამოს 4 საათზე იწყება და 6 საათამდე გრძელდება, ხოლო სუმოს დაბალი
რანგის მოჭიდავეთა მატჩები უფრო ადრე იმართება.
ტურნირების დროს, მაღალი რანგის მოჭიდავეებს მაკუნოუჩის და ჯურიოს დივიზიონებში
შეჯიბრი 15 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ აქვთ; ხოლო დაბალი რანგის მაკუშიტას,
სანდანმეს, ჯონიდანის და ჯონოკუჩის დივიზიონებში 15 დღის განმავლობაში შეჯიბრი 7-ჯერ
აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ასპარეზობათა მიზანია, რაც შეიძლება მეტი მატჩის
იოკუძუნას რინგზე გასვლის ცერმეონია
იოკუძუნა ჰაკუჰო ასრულებს იასუკუნის ტაძარში
მდებარე რინგზე ასვლის ცერმეონიას (ფოტო Kishimoto-
სგან)
5 სუმო
მოგება, ტურნირებში შეჯიბრებების უმეტესობის მოგება (8 მოგება 15 მატჩში ან 4 მოგება 7
შეჯიბრიდან) საკმარისია არსებული რანგის შენარჩუნების ან უფრო მაღალი რანგის მისაღწევად.
ტურნირში გამარჯვებული გამოდის მაკუნოუჩი, ანუ ის მოჭიდავე, რომელსაც ყველაზე მეტი
მოგება აქვს და რისი განსაზღვრაც ბოლო დღეს შესარჩევ მატჩებში ხდება.
პატივი და ჯილდოები
მაკუნოუჩის დივიზიონის თამაშის დაწყებამდე დამსწრეებს შეუძლიათ იხილონ ბანერები,
რომლებზეც იმ კორპორაციების სახელებია გამოსახული, ვინც ფულადი ჯილდო დააწესა
ტურნირისთვის. რაც უფრო დიდია ჯილდო, მით უფრო დიდი პრიზი გადაეცემა მოგებულს
მსაჯის მიერ. რინგის კუთხეში მდგარი გამარჯვებული პრიზის გადაცემის დროს ასრულებს
ტეგატანას (სიტყვასიტყვით ხელის ხმალი) რიტუალს მადლიერების გამოსახატავად.
ტურნირის გამარჯვებული იღებს ფულად ჯილდოს, თასსა და სხვადასხვა პრიზებს, მათ შორის
ბრინჯი, საკე (ბრინჯის არაყი) და ა. შ. ოძეკიზე უფრო დაბალი რანგის მქონე მოჭიდავეები
ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა გახდნენ სამი სპეციალური ნომინაციის
პრიზიორები: განსაკუთრებული შესრულებისთვის, ტექნიკისთვის და საბრძოლო
შემართებისთვის, რომელსაც ბონუსის სახით ახლავს შესაბამისი ფულადი ჯილდოები.
მოჭიდავეების კიდევ ერთი სტიმულია კიმბოში (ოქროს ვარსკვლავი), რომელიც გადაეცემათ
დაბალი რანგის წარმატებულ მოჭიდავეებს, რომლებიც ძლევენ იოკოძუნას. თითოეული
მომდევნო კიმბოში მოჭიდავეს ემატება ხელფასი მთელი მისი აქტიური კარიერის
განმავლობაში.
საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა
სუმო მეტად პოპულარული გახდა იმპერატორი
შიოვას მმართველობის ბოლო პერიოდში,
რომელიც ამ სპორტის გულშემატკივარი იყო. 1955
წლის მაისში, ტურნირის დასაწყისიდან,
იმპერატორმა შემოიტანა ტოკიოს ტურნირზე ერთი
დღით დასწრების ტრადიცია, სადაც შეჯიბრს
განსაკუთრებული სტუმრების ადგილიდან
აკვირდებოდა. ეს ტრადიცია საიმპერატორო კარის
სხვა წარმომადგენლებმაც განაგრძეს. გადმოცემის
მიხედვით, სუმოს გულშემატკივარი იყო ოთხი
წლის პრინცესა აიკო, რომელიც პირველად სუმოს
ტურნირს 2006 წელს დაესწრო მშობლებთან პრინც
ნარუჰიტო და პრინცესა მასაკოსთან ერთად.
ძალიან ხშირად დიპლომატებსა და უცხოელ სტუმრებს იწვევენ სუმოს ტურნირებზე.
ვარჯიში სუმოს სკოლაში
(ფოტო Photo Kishimoto-სგან)
სუმო 6
საზღვარგარეთ მცხოვრები იაპონური სათვისტომოს მეშვეობით, სუმომ აღიარება მოიპოვა
ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სულ რამდენიმე ათწლეულის წინ სუმოთი დაინტერესდნენ სხვა
ეროვნების წარმომადგენლებიც. 1960-იანი წლებიდან, ახალგაზრდა მოჭიდავეები ამერიკიდან,
კანადიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, მონღოლეთიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან,
ტონგადან, რუსეთიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან
ჩავიდნენ იაპონიაში ამ სპორტის სახეობაში სავარჯიშოდ და რამდენიმე მათგანი - ენობრივი და
კულტურული ბარიერის გადალახვის შემდეგ - საკმაოდ წარმატებულიც გახდა. 1993 წელს
აკებონმა, ამერიკელმა ჰავაის შტატიდან, მიიღო უმაღლესი იოკოძუნას რანგი. ბოლო წლებში
მონღოლი მოჭიდავეებიც აქტიურობენ სუმოში, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული იყო
ასასორიუ და ჰაკუჰო. ასაშიორიუმ მიაღწია იოკოძუნას რანგს 2003 წელს, ხოლო ჰაკუჰომ - 2007
წელს. ისინი მოწინავე სუმოისტები გახდნენ და უამრავი ტურნირი მოიგეს. ასაშიორიუმ სუმო
დატოვა 2010 წელს. სხვა ქვეყნის მოჭიდავეებიც ასევე დაწინაურდნენ რანგით, მათ შორის იყო
ბულგარელი კოტოშიუ და ესტონელი ბარუტო, რომლებიც ოძეკის რანგამდე დაწინაურდნენ
2005 და 2010 წლებში. სუმოს ფართოდ გავრცელების შედეგად საჩვენებელი ტურნირები
ტარდება ავსტრალიაში, ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და სხვა
ქვეყნებში, რაც ამ სპორტს უფრო წარმატებულს ხდის. პ.ს რა ძალიან საინტერესო სპორტის სახეობა ყოფილა ეს სუმოო ლევანას წარმატებებმა მეც ჩამითრია
ისე ეს იკოძუნობა რა ურთულესი საქმე ყოფილა ფაქტიურად ლამის შეუძლებელი თუ ლევანმა ეხლა ეს ნაცუ ბაშო მოიგო და იმედია ასეც იქნება მერე შესაბამისად ხდება ოძეკი და იკოძუნა რომ გახდეს შემდეგ ზედიზედ ორი ბაშო უნდა მოიგოს რომ დიდი ჩემპიონის ანუ იკოძუნას წოდება რომ მოგანიჭონ როგორია საქმეა მერე ეს ფაქტიურად კაკუჰო და კაკურიო სამი ბაშოს მანძილზე გადაგორებული უნდა გყავდეს რაც ურთულესი მისიააა მაგრამ თუ იოკუძუნა გახდები მერე აღარ ქვეითდები წოდებაში თუ უარყოფით ბალანსე გახვალ მაინც იოკუძუნად რჩები
უარყოფით ბალანსზე თუ გავიდა იოკოძუნა ურჩევენ რომ ნებით დაწეროს განცხადება გადადგომაზე
კი მაგრამ ეგ ხდება რაღაც პერიოდის მერე ეგრევე კი არ ეუბნებიან გადადექიო რაღაც დროის მანძილზე იოკოძუნას რანგის მოთხოვნებს თუ ვერ დააკმაყოფილებს შემდეგ ტოვებს პოსტს
ისე თუ აკვირდებით ყველაზე მეტად დაკუნთული ტოჩია რადგანაც ჩვენი რომაა მაგიტომ არ ვიძახი ბეჭებზე შეხედეთ და კარგად დააკვირდით ძალიან დაკუნთულია სხვებთან შედარებით ნაკლემი ქონი და ცხიმის მასა აქვს
შენ ბულგარელი კოტოოშუ უნდა გენახა
+1; ჰაკუჰოც ესეა
ძალიან მსუბუქია სხებთანშედარებით კაკუჰოც წონით რაგაცნაირი ტანი აქვს ძალიან მაღლაია 192სმ რაგაცნაირად ტხელი ტანია 155 კილოა და თავის წონას ზღაპრულად ფლობს მაგარისხარტი და სწრაფია
Tochis rasac vatyob cota sisxarte aklia. Mdzimewonian mouqnel sumoistebtan ufro kargad gamoiyureba. Chavleba tu aigo mere udzlieresia. Rasac vuyureb iorokiria magis mtavari da sheidzleba ertaderti koziri
ხო მაგრამ აბა მითი და თეთრ ფინიქს ჩაავლე ესე მარტივად მაგი ლევანს არ ჩაავლებინებ და მაგიტომ იმის იმედად არ უნდა იყო ლევანი კაკუჰოს მავაშს მოიგდებს ხელში ისე მართლაც ჩაავლო მავაში ხელი კაკუჰოს მერე ნაღდად ვერაფერი უშველის მაგრამ მაქამდე რომ არ მიუშვებს ეგააა საქმე
Memgoni xvalidan ewyeba levans mtavari brdzolebi. Dzaan cudi balansi qonia im yofil odzektan da imedia ajobebs... ise tu icit im goliat sekivake mongols iokudzunebi shexvdnen ukve??? Iqneb romelime gadados bashodan
მძორია იჩინოჯო, იოკოძუნები სულის შებერვით გააბუნძულებენ დოჰიოდან
Mdzoria,magram iqneb moigdos romelime xelt)))))
შანსი არაა, რიგით ნაეგაშირებთან გაუდის და ოძეკები და იოკოძუნები აპამპულავებენ
არ შეხვედრიან, მარა დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს იჩინოჯოსი
Xo exla gavaxede magat bolo brdzolebs da orive iokudzuna advilad ugebs... hakuho bevrad mdzlavrad gamoiyureba titqos vidre kakurio...
კი აბსოლიტურად გეთანხმები მე ჰაკუკოსთან ტოჩI რას იზამს არ ვიცი ძალიან გაუჭირდება მაგრამ კაკურიოს აუცილებლად მოუგებს აი თეთრ ფინიქსად წოდებული ჰაკუკო იმენა პირუტყვია რასაც ქვია
Dgesac hakuhom titqos ert momentshi pozicia da orientacia dakarga, magram dzn moqnili da mdzlavria.
მაგარი სხარტია და სწრაფია გამომდინარე ტავისი წონიადან ელასტიურია ძალიან
მიტაკეუმიმ იქნებ ივარგოს კუკურასთან ხვალ კიდე. შიდსი ვერაფერს იზამს ჰაკუჰოსთან.
მაინც მიხარია რომ დღეს და გუშინ რიჩის არ მოუწია ოფლის ღვრა, ხვალ დაჭირდება მაინც ღიპუცასთან თუმცა საბოლოოდ უნდა აჯობოს ძალის ხარჯზე.
გიგაჯან, შიდსი და რიჩი ვინ არიან ?
გუგლის ავტოკორექტორი მიხურებს წარამარა DDDDDDDDDD
კი მაგრამ გიგა ფუსენამდე 10 მოგება სჭირდებოდა და ეგ ფუსენი ასეთი რა არის რომ სამი ორთაბრძოლის მოგებას უდრის მე ვფიქრობ რომ დარჩენილი 5 დან ერთIც რომ მოიგოს ტოჩიმ უეჭველი ოძეკი ხდება
კითხვის ნიშნები რო არ არსებობდეს
1 მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საკმარისი, თუ იოკოძუნას მოუგებს. სხვა შემთხვევაში, 2 მოგება სჭირდება აუცილებლად
თუ რომელიმე იოკოძუნა გააგორა კინბოშისაც დაირტყამს ტოჩი ანუ ოქროს ვარსკვლავს რომელსაც რიკისჰებს იკოზუნების ძლევისთვის აძლევენ აკამდე ორ ჯერ აქვს კინბოში ტოჩის აღებული კაკურიუსი საერთოდ არ მეშიანია დღეს გამოჩნდა რომ საკუთარ ძალებში კუკურა არაა ღრმად დარწმუნებული რაც კოტოსთან იკადრა დღეს არ ეკადრებოდა აშკარად შეეშინდა კოტოსი მაგიტომაც დააყარეს დარბაზიდან სტვენა მაგრამ ეს ჰენკა იყო ერთგვარი მესიჯი კაკუჰოსი და ტოჩის მისამართით რომ მაგათანაც მკადრებელია ჰენკასი ამიტომ ტოჩი ფრთხილად უნდა იყოს სასტარტო დატაკების დროს
არა, კინბოშს მხოლოდ რიგით მაეგაშირებს აძლევენ იოკოძუნების ძლევისთვის
ანუ კინბოშებს მაეგაშირების გარდა სხვას არ აძლევენ?
კი, ესეა
10 ან 11 მოგება სჭირდებაო, ესე თქვეს თავიდან. ესე იგი, 10 მოგება არანაირ გარანტიას არ იძლეოდა თავიდანვე
იკიოიმაც და შოდაიმაც წააგო. 2ვეს ადვილად უნდა აჯობოს. მარა ფუსენის გამო ნამდვილად ჭირდება მინ. 13 მოგება. კუკურა რა ნაბო არის, ტოჩისთანაც იკადრებს ჰენკას.