ფეხბურთი

16:15 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ჯეკო "რომას" ისტორიაში

იტალიური „რომას“ თავდამსხმელ ედინ ჯეკოს კარიერაში ცალსახად საუკეთესო სეზონი აქვს. 31 წლის ფორვარდმა „ჯალოროსის“ რეკორდი დამყარა იმ მხრივ, რომ ის გახდა კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 38 გოლი გაიტანა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მანამდე არავის ჰქონია.

გარდა ამისა, ჯეკო „კიევოსთან“ მატჩში სერია A-ში 28-ე გოლი შეაგდო და ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 86 წლის განმავლობაში. „რომას“ რიგებში ამაზე კარგი შედეგი 1930-1931 წლების სეზონში როდოლფო ვოლკის ჰქონდა - 29 გოლი. ახლა ედინს მისი რეკორდის გამეორების ან საერთოდ მოხსნის შესაძლებლობაც აქვს, თუ ბოლო ტურშიც მოახერხებს თავის გამოჩენას.

ედინ ჯეკო „რომაში“ 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ხსენებულ პერიოდში მან 89 მატჩში 48 გოლი და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.120036