გერმანიის ბუნდესლიგის 2016-2017 წლების სეზონი დასრულებულია. შესბამისად, ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ყველა ვერდიქტი გამოტანილია. მიუნხენის „ბაიერნმა“ „ვერცხლის სინი“ ჩაიბარა, „დორტმუნდმა“ მესამე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. „კიოლნმა“ და „ჰერტამ“ ევროპა ლიგის საგზური ირგუნეს, ხოლო „ჰამბურგმა“ სასწაული მოახდინა და ბუნდესლიგაში მომავალი სეზონისთვის დაიბევა ადგილი.
„ალიანც არენაზე“ სევდანარევი სიხარული სუფევდა. „ბაიერნმა“ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მატჩის დასრულების შემდეგ „ვერცხლის სინიც“ აღმართა - ფილიპ ლამმა და ჩაბი ალონსომ ერთად. ფეხბურთელებმა ერთად, რომლებმაც კარიერაში ბოლო თამაში ჩაატარეს. სწორედ ამიტომ იყო სევდანარევი სიხარული. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ფეხბურთიდან ისეთი დიდი ფიგურები ერთად წავიდნენ, როგორებიც ფილიპი და ჩაბია. მათ გარდა, გეტყვით, რომ კარიერა ვეტერანმა მეკარემ ტომ შტარკემაც დაასრულა. თავის მხრივ, ცუდი დღე ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც მოედანი უგოლოდ დატოვა და ბომბარდირის ტიტულიც ხელიდან გაუშვა. „ბაიერნმა“ საბოლოოდ, „ფრაიბურგი“ 4:1 გაანადგურა და სეზონი 82 ქულით დაასრულა და გერმანიის ჩემპიონი მიჯრით მეხუთედ გახდა. თავის მხრივ, „ფრაი“, რომელიც ძალზე ახლოს იყო ევროპა ლიგის საგზურთან, მეშვიდე ადგილს დასჯერდა, რაც ევროსაგზურს არ იძლევა.
„დორტმუნდმა“ კი, თრილერში აჯობა ბრემენის „ვერდერს“ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაში გაინაღდა. არადა, ტომას ტუხელის გუნდს ძალზე გაუჭირდა „მუსიკოსების“ ძლევა და ერთი ხანობა 2:3 აგებდა კიდეც, რაც მესამე ადგილის დაკარგვას ნიშნავდა, მაგრამ მარკო როისისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლებით სამი ქულა მოიპოვა. სხვათა შორის, გაბონელმა ამ ორი გილით ბომბარდირთა დავაში ლევანდოვსკის ერთი ბურთით გაუსწრო. „ბორუსიას“ ფორვარდმა სეზონი 31, ხოლო პოლონელმა 30 გოლით დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში მეორედ მოხდა ისე, რომ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლის გატანა. თავის მხრივ, მეოთხე ადგილზე გასულმა „ჰოფეჰაიმმა“ შინ „“აუგსბურგს“ ვერ მოუგო (0:0). აქვე ბარემ, ოთხეულს სრულად რომ მოვრჩეთ, ვთქვათ „ლაიპციგზეც“ – „რედ ბულმა“ ფრანკფურტში ორბურთიანი ფორა გაანიავა (2:2), თუმცა, ამას გავლენა არ მოუხდენია, რომ ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაეთმო.
ევროპა ლიგის საგზური გაიფორმეს „კიოლნმა“ და „ჰერტმამ“ – „თხებმა“ შინ „მაინცს“ მოუგეს 2:0 და მეხუთე ადგილზე დაასრულეს სეზონი, ხოლო ბერლინელები „ოლიმპიაშტადიონზე“ „ლევერკუზენთან“ 2:6 განადგურდნენ, მაგრამ ვინაიდან „ფრაიბურგი“ მიუნხენში დამარცხდა, პალ დარდაის გუნდს ევროპა ლიგის საგზური მაინც ერგო.
და ბოლოს გასავარდნი ზონა: „დარმშტადტი“ და „ინგოლშტადტი“ უკვე გავარდნილები იყვნენ ოფიციალურად, მაგრამ გასარკვევი იყო ვინ მოხვდებოდა პლეი-აუთში. „ჰამბურგი“, „ვოლფსბურგი“ თუ „მაინცი“ - ამ უკანასკნელმა კიოლნში უშანსოდ წააგო, მაგრამ ყველაზე მშვიდად მაინც მან შეინარჩუნა ელიტაში ადგილი.
აი, „ვოლკპარკშტადიონზე“ კი დიდი ამბები დატრიალდა - თავიდან „მგლები“ დაწინაურდნენ და თითქოს ახლოს იყვნენ მიზნის მიღწევასთან, თუმცა „შპორტვერაინმა“ ჯერ გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე სტადიონზე უდიდესი სიხარულის დრო ჩამოდგა. ლუკა ვალდშმიდტის გოლმა „ჰამბურგს“ არათუ მხოლოდ სამი ქულა, არამედ ბუნდესლიგის საგზური მოუტანა.რომ არა ეს გოლი, „ჰამბურგს“ პლეი-აუთში მოუწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა, ახლა კი, იგივე სიტუაციაში მასთან დამარცხებული „ვოლფსბურგი“ ჩავარდა. 2009 წლის გერმანიის ჩემპიონს, 2015 წლის ვიცე-ჩემპიონსა და შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტს, მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში თამაში თუ უნდა, პლეი-აუთში მეორე ბუნდესლიგის მესამე ადგილოსან გუნდს აუცილებლად უნდა აჯობოს.
მოკლედ, გერმანიის ბუნდესლიგა დასრულდა და მასზე, გაცილებით ვრცელ, შემაჯამებელ მასალას WORLDSPORT.GE-ს მკითხველი ახლო მომავალში წაიკითხავს. და მაინც, ბუნდესლიგის დასრულებისა, გერმანიაში სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა: ერთ კვირაში სეზონის საფინალო შეხვედრა ბერლინში გაიმართება, სადაც გერმანიის თასისთვის ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „აინტრახტი“ შეერკინებიან.
„დორტმუნდი“ – „ვერდერი“ 4:3 (2:1) VIDEO
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
მაყურებელი: 80 000
„დორტმუნდი“ (4-1-4-1): ბურკი; დურმი (პულიშიჩი 46), სოკრატისი, გინტერი, ბარტრა; შაჰინი (კასტრო 72); დემბელე (ბენდერი 90), კაგავა, როისი, გუერეირო; ობამეიანგი
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
„ვერდერი“ (3-5-2): ვიედვალდი; ველიკოვიჩი, სანე (ეგეშტეინი 86), მოისანდერი; გებრე სელასიე (გნაბრი 46), გრილიტში (ბარგფრედე 72), დელანი, იუნუზოვიჩი, გარსია; ბარტლესი, კრუსე
მწვრთნელი: ალექსანდრ ნური
გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (7), 1:1 როისი (32), 2:1 ობამეიანგი (42), 2:2 ბარტლესი (46), 2:3 კრუსე (68), 3:3 როისი (75, პენ), 4:3 ობამეიანგი (89, პენ)
გაფრთხილება: სოკრატისი (11), დემბელე (61), შაჰინი (62), კაგავა (87) - ბარტლესი (58), ბარგფრედე (88), ველიკოვიჩი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 28 (11) – 11 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: გუნტერ პერლი
„გლადბახი“ – „დარმშტადტი“ 2:2 (0:0) VIDEO
გლადბახი, „ბორუსია პარკი“
მაყურებელი: 53 500
„გლადბახი“ (4-4-2): სომერი; ჯონსონი (კორბი 74), კრისტენსენი, ვესტერგაარდი, შულცი; ჰოფმანი, კრამერი, დაუდი (ბენესი 74), აზარი (ჰანი 80); რაფაელი, სტინდლი
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
„დარმშტადტი“ (4-2-3-1): ფერნანდესი; სტეინჰოფერი, ბანგაარდი, ჰოენი, გუვარა; გონდორფი (ზენდერი 88), ალტინტოპი; სამი, როზენტალი (შიპლოკი 58), ჰელერი; ჩოლაკი (ოლინიუკი 80)
მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი
გოლები: 1:0 აზარი (50), 1:1 შიპლოკი (63), 2:1 რაფაელი (65), 2:2 ჰელერი (90)
გაფრთხილება: კრამერი (12)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 13 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი
„აინტრახტი“ – „ლაიპციგი“ 2:2 (0:1) VIDEO
ფრანკფურტი, „კომერცბანკ არენა“
მაყურებელი: 51 500
„აინტრახტი“ (3-4-3): ჰრადეცკი; ჰექტორი, აბრაჰამი, ოცზიპკა; ჩანლდერი, გაჩინოვიჩი, ვარელა (მაიერი 71), ტავატა (ვალეხო 62); ჰრგოტა (ბლუმი 77), სეფეროვიჩი, ფაბიანი
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
„ლაიპციგი“ (4-2-2-2): გულაჩსი; ილსანკერი, უპამეკანო, ბერნარდო; კეიტა, დემე; ზაბიცერი, ფორსბერგი; პოულსენი (სელკე 83), ბურკი (კაიზერი 66)
მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი
გოლები: 0:1 ზაბიცერი (25), 0:2 პოულსენი (56), 1:2 ვალეხო (83), 2:2 ბლუმი (90)
გაფრთხილება: ფაბიანი (37) - კაიზერი (75), სელკე (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 8 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: ფელიქს ბრიხი
„კიოლნი“ – „მაინცი“ 2:0 (1:0) VIDEO
კიოლნი, „რეინენერჯშტადიონი“
მაყურებელი: 50 000
„კიოლნი“ (4-4-2): ჰორნი; კლოიტნერი, სორენსენი, ჰეინტცი, რაუში; ჯოჯიჩი (კლემენსი 90), ლემანი, ჰექტორი, ბიტენკური (ზოლერი 79); მოდესტე, ოსაკო (ოზჩანი 88)
მწვრთნელი: პეტერ სტოგერი
„მაინცი“ (4-2-3-1): ჰუტი; ბალოგუნი (ჰაკი 18), ბელი, ბუნგერტი (ოზტუნალი 75), ბროსინსკი; გბამინი, ფრაი; ჰარტმანი, ბოიანი, ქუაისონი (მუტო 62); კორდობა
მწვრთნელი: მარტინ შმიდტი
გოლები: 1:0 ჰექტორი (43), 2:0 ოსაკო (87)
გაფრთხილება: რაუში (20), კლოიტნერი (64) - ბელი (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 5 (0) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: რობერტ ჰარტმანი
„ჰამბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 2:1 (1:1) VIDEO
ჰამბურგი, „ვოლკპარკშტადიონი“
მაყურებელი: 57 000
„ჰამბურგი“ (4-2-3-1): მატეინია; საკაი, სოკრატისი, მავრაი, ოსტზოლეკი; ეკდალი (იატა 71), იუნგი; მიულერი (გრეგორიტში 64), ჰოლტბი (ვალდშმიდტი 86), კოსტიჩი; ვუდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
„ვოლფსბურგი“ (4-2-3-1): კასტეელსი; იუნგი (ოსიმე 76), კნოხე, ვოლშაიდი, გერჰარდტი; ლუის გუსტავო, გუილავოჯი; ბლაშჩიკოვსკი (ვიეირინია 46), მალი (არნოლდი 84), ნტეპი; გომესი
მწვრთნელი: ანდრიეს იონკერი
გოლები: 0:1 კნოხე (23), 1:1 კოსტიჩი (32), 2:1 ვალდშმიდტი (88)
გაფრთხილება: საკაი (25), სოკრატისი (80), გრეგორიტში (90) - გუილავოჯი (36), ვიეირინია (59), კასტეელსი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 12 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: მანუელ გრაფე
„ჰერტა“ – „ლევერკუზენი“ 2:6 (0:3) VIDEO
ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“
მაყურებელი: 55 617
„ჰერტა“ (4-2-2-2): იარშტეინი; პეკარიკი, ბრუკსი (ლანგკამპი 46), ტონურაგა, პლატენჰარდტი; დარიდა, ალანი (სკიელბერგი 46); ვეიზერი, ეშვეინი (ალაგუი 69); იბიშევიჩი, კალუ
მწვრთნელი: პალ დარდაი
„ლევერკუზენი“ (4-2-2-2): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, იედვაი, ვენდელი (და კოსტა 71); ჰავერცი, ბრანდტი; ჩიჩარიტო (ბაილი 79), კისლინგი (პოიანპალო 73)
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (5), 0:2 ჰავერცი (31), 0:3 ჰავერცი (45), 0:4 კისლინგი (64, პენ), 1:4 ვეიზერი (71), 1:5 არანგიზი (81, პენ), 2:5 ალაგუი (86, პენ), 2:6 პოიანპალო (90)
გაფრთხილება: ალანი (12), იბიშევიჩი (36), დარიდა (63) - ვენდელი (60)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 16 (11) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: დენიზ აიტეკინი
„ჰოფენჰაიმი“ – „აუგსბურგი“ 0:0 (0:0) VIDEO
ზინსჰეიმი, „ვირსოლ არენა“
მაყურებელი: 30 150
„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი; უტი (შვეგლერი 65), დემირბაი (ამირი 66), რუდი, ზუბერი, კრამარიჩი; ვაგნერი, სჟალაი
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
„აუგსბურგი“ (4-2-3-1): ლუტე; ვერჰაეგი, გუველეევი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (საიუბი 46); კორი, ბაიერი; შმიდი, ალტინტოპი (ტეიგლი 90), მაქსი; ფინბოგასონი (დონგ ვონი 90)
მწვრთნელი: მანუელ ბაუმი
გაფრთხილება: რუდი (45), ზუბერი (55) - ბაიერი (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 8 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მარკო ფრიტცი
„ინგოლშტადტი“ – „შალკე“ (1:1) VIDEO
ინგოლშტადტი, „აუდი სპორტპარკი“
მაყურებელი: 15 200
„ინგოლშტადტი“ (3-4-3): ნილანდი; მატიპი, როგერი (მორალესი 89), ბრეგერიე; ჰადერგიონაი, კოენი, კრისტიანსენი, სუტნერი; გროსი (ჰინტერსერი 86), ლეზჩანო, კიტელი (ლეჩკიე 76)
მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი
„შალკე“ (4-2-3-1): ფარმანი; რიტერი, ნალდო, ნასტასიჩი, კეჰრერი; სტამბული, ბენტალები, კოკე (ტეკპეტი 90), გორეცკა, ავდიაი (მაკკენი 77); ბურგსტალერი (ჰუნტელაარი 86)
მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი
გოლები: 0:1 ავდიაი (2), 1:1 გროსი (41, პენ)
გაფრთხილება: ლეზჩანო (47) -ტეკპეტი (90)
გაძევება: სტამბული (63)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 9 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ფრანკ ვილენბორგი
„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 4:1 (1:0) VIDEO
მიუნხენი, „ალიანც არენა“
მაყურებელი: 75 000
„ბაიერნი“ (4-2-3-1): შტარკე; ლამი (რაფინია 87), ბოატენგი (კიმიხი 10), ალაბა, ბერნატი; ჩაბი ალონსო (რიბერი 82), ვიდალი; რობენი, მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
„ფრაიბურგი“ (4-2-2-2): შვოლოვი; იგნიოვსკი (ნილსენი 88), გულდე, კემპფი, გუნტერი; ჰოფლერი, ფრანტცი (შუსტერი 73); ჰაბერერი (პეტერსენი 68), გრიფო; ფილიპი, ნიდერლეჩნერი
მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი
გოლები: 1:0 რობენი (4), 2:0 ვიდალი (73), 2:1 პეტერსენი (76), 3:1 რიბერი (90), 4:1 კიმიხი (90)
გაფრთხილება: ვიდალი (53)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 33 (11) – 19 (8) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 15:7 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: იოხენ დრისი
ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი („დორტმუნდი“) – 31 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) – 30, ენტონი მოდესტე („კიოლნი“) – 25, ტიმო ვერნერი („ლაიპციგი“) – 21.