ფეხბურთი

14:32 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენს “ჩრდილოეთის სიამაყეში” უხმობენ

“გრონინგენის” გენერალურმა დირექტორმა ჰანს ნეილანდმა იმედი გამოთქვა, რომ არიენ რობენს უახლოეს მომავალში კლუბში იხილავს.

“რობენი 11 წლის იყო, როდესაც ჩვენთან მოვიდა და პირველი საფეხბურთო ნაბიჯები სწორედ ამ კლუბში გადადგა. მასთან მჭირდო კავშირი გვაქვს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, დავაბრუნოთ იქ, საიდანაც დაიწყო. ეს იქნება ახდენილი ოცნება, თუ რობენი დაგვიბრუნდება. მსგავსი მაგალითები გვინახავს, მაგალითად დირკ კუიტი “ფეიენოორდში” დაბრუნდა. ასე რომ, დანარჩენი რობენის გადასაწყვეტია”, - უთხრა ნეილანდმა RTV Noord-ს.

არიენ რობენი “გრონინგენის” ახალგაზრდულ გუნდში 1996-2000 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, 2000-2001 წლების სეზონში პირველ გუნდში გადაინაცვლა. ჩაატარა 52 მატჩი და 12 გოლიც გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიელს “ბაიერნთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება და დიდი შანსია,არიენი სამშობლოში დაბრუნდეს.

0.12275